Magdalena Posted December 31, 2020 Share Posted December 31, 2020 Steam-მა შეაჯამა 2020 წლის შედეგები და გამოაცხადა თავისი საიტის პოპულარული თამაშები, ასევე გამოაქვეყნა სტატისტიკა აქტუალური ვიდეო დაფების შესახებ, AMD-ის GPU-ები მათ შორის არ მოხვდა. „გაყიდვების ლიდერების“ (ასევე გათვალისწინებულია მიკროტრანზაქციების შემოსავლიანობა) ჩამონათვალში მოხვდნენ: Doom Eternal; Cyberpunk 2077; Dota 2; „პოპულარული თამაშების“ კატეგორიაში მოხვდნენ: Mount & Blade II: Bannelord; Cyberpunk 2077; Life is Strange 2; PUBG; Monster Hunter: World; CS:GO; GTA V; Terraria; Destiny 2; Dota 2; Among Us; ასევე შეჯამდა Steam-ის გეიმერების მიერ გამოყენებული კომპონენტების სტატისტიკა, Full HD რეზოლუციის მქონე მონიტორების მფლობელების რაოდენობა იზრდება, აშკარაა ყველა არ არის მზად გადავიდეს ახალ 4K-ზე, მაგრამ GTX 1060-ის მხრივ, რომელიც უკვე სამი წელიწადია Steam-ზე ყველაზე აქტუალური ვიდეო დაფაა, ვითარება იცვლება: გეიმერები მას ანაცვლებენ უფრო ახალი GPU-ებით, მაგალითად GTX 1650-ით, GTX 1070 ან RTX 2070 დაფებით. AMD-ის ვიდეო დაფებზე გეიმერების აშკარად გადასვლა არ შეიმჩნევა: მე-10 ადგილი დაიკავა RX580 დაფამ, მას იყენებს მხოლოდ 2%, ხოლო გეიმერების 0.08%-მა უარი თქვა წელს მასზე და ჩაანაცვლეს უფრო ახალი ვიდეო დაფით. პლატფორმის აუდიტორიის 40% შედგება ინგლისურენოვანი გეიმერებისგან, 20% - ჩინურენოვანისგან, 12% რუსულენოვანია. ასევე საინტერესოა, რომ Windows 10-სა და Windows 8-ის მომხმარებელთა რიცხვი მცირდება, Windows 7 OS-მა ზრდის 1% მოიპოვა, თუმცა მოთამაშეთა 88%-ს ურჩევნია ჰქონდეს Windows-ის უახლესი ვერსია. http://bit.ly/38LcxAP Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.