Magdalena Posted December 30, 2020 Share Posted December 30, 2020 გასული წელი იწურება, რაც ნიშნავს, რომ დროა შეჯამება გაკეთდეს. ზუსტად 12 თვეში არაერთმა კომპანიამ გამოუშვა ახალი პროდუქტები ბაზარზე. ზოგი მათგანი წარმატებული იყო, ზოგმა მოლოდინი ვერ გაამართლა, ზოგმა კი მოპოვა ყველაზე მაღალი წარმადობის პროდუქტის წოდება. მოცემულ სტატიაში არ არის რჩევები, თუ რომელი ვიდეო დაფა შეიძინოთ: ამჯერად შეჯამდება აქტუალური ტესტების შედეგები. მაშ ასე, pcgameshardware-ის თანახმად, პირველ ადგილზეა Geforce RTX 3090, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაფა არ არის განკუთვნილი გეიმინგ ნაკრებებისთვის, თანაც მეტად ძვირადღირებულია. მეორე ადგილზეა მისი უმცროსი ვერსია - Geforce RTX 3080, მესამეზე კი - AMD Radeon RX 6900 XT. მეოთხე ადგილზეა Radeon RX 6800 XT, მეხუთეზე - Radeon RX 6800. მოდევნო მოდელებია: RTX 2080 Ti, RTX 3070, RTX 3060 Ti, RTX 2080 Super, RTX 2070 Super და GTX 1080 Ti. მათ მოსდევს შედარებით მოძველებული ვიდეო დაფები: Radeon VII, RX 5700 XT, RTX 2060 Super, RX 5700, GTX 1080, RX Vega 64 და RX Vega 56. ბოლო ადგილებზეა: GTX 1070, GTX 980 Ti, GTX 1660, RX 590, Radeon R9 390 და ბოლოს Geforce GTX 970. თითოეულ გრაფიკულ პროცესორს მომხმარებლები იყენებდნენ 2020 წელს სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგალითად, ვიდეო თამაშების ან პროგრამირებისთვის. http://bit.ly/3psTq57 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.