Jump to content

Microsoft-მა განაცხადა ევროპის ბაზარზე Surface Duo-ს გაყიდვის მოახლოების შესახებ


Magdalena

Recommended Posts

10 სექტემბერს Microsoft-მა გამოუშვა ფლაგმანური სმარტფონი Surface Duo, რომელიც ამჟამად მხოლოდ აშშ-ში იყიდება. 

image.png 

შემოდგომის ბოლოს, Microsoft-მა გააცხადა, რომ დაიწყება Surface Duo სმარტფონის გაყიდვ ევროპაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. სმარტფონის ბაზარზე გაშვება დაგეგმილია 2021 წლის დასაწყისისთვის. 

მომხმარებლები აშშ-დან აღნიშნავენ, რომ სმარტფონს აქვს გარკვეული პრობლემები კორპუსთან დაკავშირებით (ბზარები ჩარჩოში დამუხტვის კონექტორთან), ასევე კომუნიკაციის ნაწილობრივი დაკარგვა მონაცემთა გადაცემის დროს. სანამ იგი გამოვა ევროპულ ბაზარზე, არსებული პრობლემები უნდა გამოსწორდეს. 

სმარტფონი Surface Duo წარმოდგენილია დასაკეცი მოწყობილობის ფორმატში და აქვს ორი AMOLED-დისპლეი. თითოეული მათგანის დიაგონალი 5.6 დუიმს შეადგენს, გაფართოება - 1800*1350 პიქსელი. ორივე ეკრანი დაცულია სუპერმტკიცე Gоrilla Glass 5 მინით. Surface Duo აღჭურვილია ARM-ჩიპსეტით Snapdragon 855, რომელიც ასეთი ტიპის ფლაგმანური სმარტფონისთვის მოძველებულად მიიჩნევა. 

ბატარეის მოცულობის საშუალო მაჩვენებელია 3575 მა/სთ, აქვს 18-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. დაკეცილ მდგომარეობაში კორპუსის სისქე 9.6 მილიმეტრია, გახსნილ მდგომარეობაში - 4.8 მმ. ინტეგრირებული კამერა მხოლოდ 11-მეგაპიქსელიანია. განსაკურებულ ნაკლოვანებად ითვლება NFC მოდულისა და 5G სტანდარტის მხარდაჭერის არარსებობა. ამჟამად არსებული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ Microsoft-ის სმარტფონი ღირსეულ კონკურენციას გაუწევს დასაკეცი ეკრანის მქონე სმარტფონებზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.