Jump to content

NVIDIA GeForce RTX 3080 Ti 20 გბ და GeForce RTX 3050 შეინიშნა HP-ს დრაივერებში


Recommended Posts

Ampere თაობის NVIDIA-ს სამომხმარებლო ვიდეო ადაპტერების ხაზი თანდათანობით ივსება ახალი მოდელებით, მაგრამ ამ პროცესის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა, რასაც მოწმობს მრავალი მონაცემი, რომლებიც მიუთითებს GeForce RTX 30 სერიის ახალი გრაფიკული პროდუქტების მოსალოდნელ გამოჩენაზე. 

image.jpeg 

HP-ს დრაივერების ახალ ვერსიაში შეინიშნა GeForce RTX 3080 Ti და RTX 3050 გრაფიკული ადაპტერები, ასევე მობილური GeForce RTX 3060 - აცხადებს რესურსი VideoCardz ენთუზიასტ StefanG3D-ს მონაცემებზე დაყრდნობით, რომელმაც „კვლევა“ განახორციელა. 

გასათვალისწინებელია, რომ დრაივერები შეიცავს მხოლოდ მოწყობილობის იდენტიფიკატორებს, რომლებიც მიუთითებენ გარკვეულ პროდუქტებზე, რომელთა სია მოწოდებულია T4Cfantasy-ს მიერ და შეიძლება არ იყოს მთლიანად ზუსტი, თუმცა სხვა ინფორმატორი ადასტურებს მონაცემების სისწორეს. 

შეგახსენებთ, სხვადასხვა არაოფიციალური ცნობის თანახმად NVIDIA GeForce RTX 3080 Ti ვიდეო ადაპტერი დაფუძნებული იქნება GA102-250 გრაფიკულ ჩიპზე, რომელსაც აქვს 10496 CUDA ბირთვი და 1635 მეგაჰერცი სიხშირე Boost-რეჟიმში. გარდა ამისა, ახალ პროდუქტ ექნება 20 გბ GDDR6X მეხსიერება 320-ბიტიანი სალტით, ხოლო მისი TGP-ს დონე დაახლოებით 320 ვატი იქნება. სავარაუდოდ, ახალი მოდელი კონკურენციას გაუწევს AMD-ის ახალ ფლაგმანს - ცოტა ხნის წინ გამოსულ Radeon RX 6900 XT-ს, ამიტომ მისი ღირებულება 999 აშშ დოლარს არ გადააჭარბებს. 

რაც შეეხება უმცროს მოდელ GeForce RTX 3050-ს, არაოფიციალური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, დაფას ექნება GPU GA107-300, რომელიც აღჭურვილია 2304 აქტიური CUDA ბირთვით, ასევე ექნება 4 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერებ 128-ბიტიანი სალტით. ამ შემთხვევაში, ვიდეო ადაპტერის TGP-ის დონე იქნება 90 ვატი. 

NVIDIA GeForce RTX 3080 Ti და RTX 3050 დაფების დებიუტი მოსალოდნელია მომდევნო წლის იანვარში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.