Jump to content

კომპიუტერი "თავისით" ირთვება (blue screen)


Recommended Posts

გამარჯობა,

ე.ი. დაახლოებით 3-4 წლის კომპიუტერია, i3 მესამე თაობა, ოპერატიული 4გბ, ძველი ნახმარი ვიდეო ბარათი გტ 9500(მარტო ეს არის მეორადი), 1ტბ HDD. თავიდანვე ზედმეტად ნელა მუშაობდა მაგრამ ოპერატიულის ბრალი მგონია 4გბ ცოტაა. მოკლედ, მერე ხმა აიკიდა ძალიან მაღალი და კვების ბლოკის ფანი დავზეთე და გამოსწორდა ხმა. მერე ვინდოუს 10 დავაყენე და კარგად მუშაობდა დაახლოებით 1 კვირა. მერე უცებ გაჭედა და რესტარტის შემდეგ აღარ ირთვებოდა, სულ დიაგნოსტიკას იწყებდა და არესტარტრბდა. მერე ისევ ვინდოუს 7 დაყენება ვცადე და უკვე დაყენების მერე "registry settings..." რომ ასწორებს მაგ დროს ბლუ სქრინს აგდებს. ბევრ სხვადასხვა პართიშენებზე ვცადე დაყენება მაგრამ იგივეს აკეთებს. რამდენიმე თვის წინ ჰდდ შევამოწმე და თუ სწორად მახსოვს 1 თუ 2 წითელი კუბიკი ამოაგდო. კიდევ საინტერესო ის არის ბიოსში შემიყვანა თავისით ღილაკზე ხელის დაჭერია გარეშე, სეიფ მოუდის და სხვა ვინდოუსის ჩატვირთვამდე რომ არის ტექსტები ნელნელა აწერს(ჭედავს), ხანდახან ვინდოუსის ჩატვირთვამდე რა გამოსახულებებიცაა იმათ აპატარავებს(ძირითადად ნორმალურადაა). რისი ბრალი უნდა იყოს, ვინჩესტერის? თუ დედპლატის სქემაში ხომ არ არის პრობლემა?

ასე აპატარავებს. ბიოსის ელემენტის ამოღებაც ვცადე.

Screenshot_20201211-155449_Gallery.jpg

Link to comment
Share on other sites

ლუბოი რაღაცის ბრალი შეიძლება იყოს, სხვა კომპი თუ გაქვს იგივე hdd ცადე ჯერ ვინდოუსის დაყენება და ნახე რას იზამს, თუ იგივე გაიმეორა hdd ბრალი უოფილა მაშინ, ვიდეო თუ ინტეგრირებული აქვს მაგ პროცესორზე ეგ ჩაურთე ბიოსიდან და ნახე მანდ რას იზამს, უფრო ალბათ hdd ბრალი იქნება თუ ბედ ბლოკები ქონდა უკვე აკიდებული, კვება-მაზერიც შეიძლება ახურებდეს ან რამები, მოკლეთ სათითაოთ უნდა დატესტო, მაგრამ ეგეთი ბლუ სკრინები hdd იცის ხშირათ, რაც გიქერს ისე რა შეცდომას აგდებს 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

და ასე ბიოსში რო მაგდებს თავისით ეს ჰდდს ბრალი არაა ხო ზოგადად?

დაუშვად გავარკვიე ჰდდს მდგომარეობა , ჰდდს მუშა ნაწილზე(მაგლითად ამ 1 ტერაბაიტიდან მუშა 50 გბზე) რომ ჩავწერო ვინდოუსი შეიძლება?

Link to comment
Share on other sites

ხანდახან როცა დაზიანებულია hdd პარტიშენსაც აზიანებს ჩაწერის დროს ამიტომ მანდ ჯერ hdd დატესტვა ჯობია სხვა კომპზე ეგ რომ გამოირიცხოს, რახან თუ ეგაა ბევრი წვალება აღარ დაგჭირდება, მაგრამ hdd შეცვლა დაგჭირდება მაშინ პრობლემის მოსაგვარებლათ, სეიფ მოდშიც ვერ შედიხარ ხომ როგორც მივხდი, ეხლა გიყენია ვინდოუსი თუ დააფორმატე უკვე, თუ ჭედვებო იცის hdd და მაზერმაც თუ გაფუჭებულია, რამი-კვებაც არ უნდა გამოირიცხოს ისე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სეიფ მოუდში ვერ შევდივარ, ვინდოუსის დაყენება ვცადე 5-6ჯერ სხვადასხვანაირად დაყოფილ ფართიშენებზე. ახლა ვინდოუსი არის "დაყენებული" მაგრამ ბოლომდე არაა მიყვანილი , როგორც მიწერია უკვე რომ უნდა ჩაირთოს და გაასწოროს სეთინგები მაშინ ეხატება ბლუსქრინი.

ჰდდს როცა შევამოწმებ როგორ მივხვდე გადასაგდები თუ არის, მაგალითად 10 ბედ ბლოკი რომ იყოს დანარჩენ მუშა ნაწილს ვერ ვიხმარ? ზევითაც დავწერე პრინციპში ეს კითხვა

Link to comment
Share on other sites

ვერა 10 უკვე ბევრია, გაგაწვალებს მაგარი, ვინდოუსის დაყენება მაგაზე აღარ ღირს უკვე

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მონიტორი გადავაერთე  VGA პორტზე და ბიოსში IGPU Multi-Monitor disabledზე დავტოვო? და DVMT Pre-Allocated 64 არის და გავზარდო თუ დავტოვო ?

Link to comment
Share on other sites

დიდი ნაგრუზკა მაგას არ ექნება, თუ ვიდეოკარტის ბრალი იყო ჩაირთვება, თუმცა მეეჭვება მაინც მაგის ბრალი რომ იყოს, თუ გინდა გაუზარდე რამი და დატოვე მულტი მონიტორიც ჩართულზე, მაგის გარეშეც გაეშვება თუ კარტის გამო ახურებდა

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

უკვე გავუშვი მულტიმონიტორი გამორთულია და რამიც დავტოვე 64ზე, ვნახოთ რას იზამს

ვინდოუსი დავაყენე თავიდან და ახლა ეს დამიწერა, UEFI რეჟიმში დავაყენე და ადრეც ასე ვაყენებდი. ადრეც დამიწერა ერთხელ ასე, მერე დავარესტარტე გარგძელდა ვინდოუსის სეთინგების და რეესტრის დაყენება და ისევ ბლყსქრინი ამოაგდო. ახლაც იგივე ქნა მოკლედ, ესე იგი ვიდეო ბარათის ბრალი არაა.

 

Screenshot_20201211-181446_Gallery.jpg

Link to comment
Share on other sites

ერთი HDD სხვადასხვა ფორმატში ხომ არ გაქვს დაყოფილი, ვინდოუს 10 ფლეშკაზე სწორათ ჩაიწერე, UEFI GPT უნდა აგერჩია, როცა UEFI გამორთულია ან რამე ძველ მაზერზე აყენებ მაშინ MBR. ისე არ დაყენდება და დააბლუსკრინებს, ჯერ ეგ გადაამოწმე, მაგრამ შეიძლება HDD ბრალიც იყოს და ეგ არაფერ შვაშია

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ყველაფერი სწორად მქონდა გაკეთებული რაც გიწერია. მოკლედ, ძველი ჰდდ(80გბიანი დ) ვნახე პირველი კომპიუტერი რომ მქონდა :დ იმის, იმაზე დავაყენე ვინდოუს და კარგად მუშაობს ყველაფერი, როგორც ჩანს ჰდდს ბრალი ყოფილა. ერთი პრობლემაა ვინდოუს შვიდი არ არის გააქტიურებული და ადრე რითიც ვააქტიურებიდ ის აღარ მუშაობს(windows loader v2.2.1 by Daz) ამას მიწერს Unsupported partition table (როგორც მოვიძიე ინტერტეტში GPT_ზე არ ააქტიურებსო), ასეთი პრობლემა არ მქონია არასდროს, არის რამე სხვა ხერხი ვინდოუსის გააქტიურების? windows 7 ultimate არის

Link to comment
Share on other sites

ეგ არ ვიცი, არ მყენებია ძალიან დიდი ხანია ვინდოუს 7, ალბათ 6 წელზე მეტი იქნება, ნუ როგორც კი ვინდოუს 8 გამოვიდა ეგრევე იმაზე გადავედი, ეგ პრობლემა კი არ მქონია მანამდე, შეიძლება kms 6 თვიანმა აქტივატორმა გაჭრას და გააქტიურდეს, ნნმ-კლუბზე ეძებე ეგეთები

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ერთი მეთოდი გამახსენდა cmdში ჩავწერე slmgr -rearm და ერთი თვით გააქტიურა , ასე ვიზამ სულ თუ არ შემეზარა დ

Link to comment
Share on other sites

ყველა ჰდდ-ს აქვს რეზერვში მეხსიერება(რაოდენობა უკვე მოდელებზეა დამოკიდებული) რომელსაც დაზიანებული სექტორების შესაცვლელად იყენებს, თან ისე რომ შენ ამის შესახებ არც გატყობინებს.
როდესაც ჰდდ-ს ამოწმებ და იქ მკვდარი სექტორები გხვდება, დიდი ალბათობით მან უკვე ამოწურა სარეზერვო მეხსიერება, ანაც აქვს, მაგრამ ვერ იყენებს, ორივე შემთხვევაში ის 1 დაზიანებული სექტორი უნდა იცოდე რომ დიდი ალბათობით მხოლოდ ის 1 არაა და ჰდდ უკვე თავდაღმართშია წასული.
შეიძლება გარკვეული მანიპულაციებით სიცოცხლე გაუხანგრძლივო, მაგრამ საჭირო ფაილები არ უნდა ანდო.

სრულ ფორმატზე გაუშვი რამე სპეც პროგრამით, შეიძლება ჩაანაცვლოს ან დაფაროს კიდევაც დაზიანებული სექტორები, მაგრამ წარმადობა ყველა ვარიანტში იკლებს + დაზიანებული სექტორების მომატების ალბათობა იმატებს

 

პ.ს
ჰდდ-ს პირველი მტერი არის ძაბვის თამაში, მიზეზი მეტწილად უხარისხო კვების ბლოკებია

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

გასაგებია ალბათ ძაბვამ დააზიანა თან ხშირად მიდიოდა დენი. ისაა საინტერესო იგივე პირობებში 15 წლის წინანდელმა ჰდდმ თან დატვირთვით ნამუშევარმა როგორ გაძლო ამდენ ხანს. თვაიდანვე მიკვირდა ახალი კომპიუტერი ნელა რატომ მუშაობდა შეიძლება ბრაკიც იყო თავიდანვე. ახლა ამ ძველ ჰდდზე გაცილებით სწრაფად და ნორმალურად მუშაობს, როგორც შეეფერება ამ მონაცემებს, ზევით შემეშალა i3  მეექვსე თაობა ყოფილა თან. ორივე ჰდდს შევამოწმებ HD tune_ით, შემოწმების დროს რაიმე დაზიანების შანსი ხომ არ არის ისე?

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, 123omari123 said:

შემოწმების დროს რაიმე დაზიანების შანსი ხომ არ არის ისე?

არა

1 hour ago, 123omari123 said:

ახლა ამ ძველ ჰდდზე გაცილებით სწრაფად და ნორმალურად მუშაობს, როგორც შეეფერება ამ მონაცემებს

დღეს ნებისმიერ ჰდდ-ზე ნელია სისტემა, სსდ დააყენე სისტემურ დისკად და მერე ნახე სწრაფად მუშაობა :) 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

კი ვიცი მქონია შეხება სსდსთან, დიდია სხვაობა, რა მაინტერესებს აქ დავწერ ბარემ, სსდს და ჰდდს შორის სისცოცხლისუნარიონაბაში რა სხვაობაა? ან თუ იქნება "სწორი" სსდ რომ დავიწუნო მისი დაბალი გამძლეობიდან გამომდინარე. ადრე ჰდდს ნახევარს ძლებსო ასე ამბობდნენ და მემგონი შეიცვალა ეს წარმოდგენა ხომ?

Link to comment
Share on other sites

23 minutes ago, 123omari123 said:

ჰდდს ნახევარს ძლებსო ასე ამბობდნენ

ვისაც სსდ არ ქონდა თვალით ნანახი, ან თუ ქონდა ვიღაც ჩინელის პადვალში აწყობილი

23 minutes ago, 123omari123 said:

სსდს და ჰდდს შორის სისცოცხლისუნარიონაბაში რა სხვაობაა?

ნორმალური სსდ საშუალოდ ორჯერ მეტ ხანს სძლებს ვიდრე ჰდდ, დანარჩენი უკვე გააჩნია როგორ იხმარებ + რა მოდელს იყიდი, ჩაწერა/წაშლის ლიმიტი აქვს ერთი ეგაა მინუსი, მაგრამ იმხელა მოცულობაზეა საუბარი 10 წელი რომ ვერ ამოწურავ(წესიერ მოდელებზეა საუბარი)

ან 20-30 წლით ხომ არ ყიდულობ სსდ-ს? :D 
იყიდი ახალ წესიერ მოდელს და სახლის კომპში ზედ სისტემით 10 წელი მაინც ხმას არ ამოიღებს, მერე კი შეცვლი ან სსდ-ს ან სისტემას მთლიანად :D

 

აგერ 2013 წელს ნაყიდი სსდ მიდევს ამ წუთას, ასე თუ გააგრძელა კიდევ ერთ ამდენ ხანს იცოცხლებს :) 

Untitled.png

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

https://alta.ge/computers-and-office/pc-components/hdd-ssd/kingston-a400-240gb-sa400s37-240gb.html

https://alta.ge/computers-and-office/pc-components/hdd-ssd/250gb-samsung-860-evo-mz-76e250bw.html

 

ესენი კარგია ხო მემგონი? kingston და samsung

ჩვეულებრივ დედაპლატებზე მიდის ხო სსდ, ანუ რაზეც ჰდდ ერთდება იგივეა?

ისე ის გამიკვირდა ასე პირიქით თუ არის სსდს უპირატესობა სიცოცხლისუნარიანობაში

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, 123omari123 said:

ესენი კარგია ხო

სამსუნგი კი, ბიუჯეტურ მოდელად კი ითვლება, მაგრამ ძალიან კარგია

ეგ კინგსტონი მაგ სამსუნგტან შედარებით ჩათვალე ნაგავია, ისე არის რა :D 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

ესაა კარგი, მაგრამ ფასი ნამეტანი ყვირის ამ დოლარის კურსის გადამკიდე https://www.amazon.com/Samsung-256GB-Inch-Internal-MZ-76P256BW/dp/B07864XMTK/ref=sr_1_2?crid=21ENPO04V7NKR&dchild=1&keywords=samsung+860+pro+256gb&qid=1607875501&sprefix=samsung+860+pr%2Caps%2C913&sr=8-2

ბიუჯეტურ მოდელზე თუ მინგა საქმე ესაა კარგი https://www.amazon.com/Silicon-Power-Performance-Internal-SP256GBSS3A55S25/dp/B075RJS55D/ref=sr_1_4?crid=3B3HZTWYNI0TD&dchild=1&keywords=silicon+power+256gb+ssd&qid=1607875551&sprefix=silicon+po%2Caps%2C872&sr=8-4

2 minutes ago, 123omari123 said:

სამსუნგზე კარგი ფირმა რომელია?

სსდ-ების წარმოებაში  მაგაზე უკეთესი არავინაა, მერე მოდის ინტელი და მიკრონი

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

სსდზე ისევე მოქმედებს დენის ცვლილება როგორც ჰდდზე? მექანიკური ზეგავლენა (შერყევა მაგალითად) ალბათ არ იმოქმედებს. და ტემპერატურაც მაინტერესებს რამდენზე არის ყველაზე კარგი რომ იმუშაოს ნორმალურად? და როგორც მივხვდი შერჩევის დროს მონაცემები არც არის საჭირო პირდაპირ წინასწარ ფირმას და მოდელს შევარჩევ და ვსიო.

Link to comment
Share on other sites

20 minutes ago, 123omari123 said:

სსდზე ისევე მოქმედებს დენის ცვლილება როგორც ჰდდზე?

არა, ანუ დენის წასვლა/მოსვლა არ აზიანებს ნელ-ნელა როგორც ჰდდ-ს, მაგრამ თუ დააზიანა პირდაპირ გაღმა გადის, ბედების და ჭედვების გარეშე  :D

20 minutes ago, 123omari123 said:

მექანიკური ზეგავლენა (შერყევა მაგალითად) ალბათ არ იმოქმედებს

ხო, ეგ ამბავი კიდია, ჩათვალე ფლეშკაა ბევრი ჩიპით, თუ არ დაახეთქე ბიტონზე არაფერი მოუვა

20 minutes ago, 123omari123 said:

ტემპერატურაც მაინტერესებს რამდენზე არის ყველაზე კარგი რომ იმუშაოს ნორმალურად?

უწერიათ ხოლმე სამუშაო ტემპერატურა, მაგრამ როგორც წესი სატა სსდ-ს ტემპერატურის პრობლემა არასდროს ექმნება თუ ვიდეოკარტის თავზე არ შემოდე, ასე რომ ეგ ამბავი დაიკიდე

20 minutes ago, 123omari123 said:

როგორც მივხვდი შერჩევის დროს მონაცემები არც არის საჭირო პირდაპირ წინასწარ ფირმას და მოდელს შევარჩევ და ვსიო.

როგორ არ არის საჭირო, მაგრამ სტანდარტულ სატა სსდ-ს რომ იღებ, მისი გამძლეობა + სისწრაფე ფაქტიურად მოდელზეა დამოკიდებული, იყიდე კარგი მოდელი და დაივიწყე დანარჩენი  :D 

ზუსტად თუ გაინტერესებს მაშინ ჩიპების მწარმოებელი ვინაა და რა ტიპის ჩიპებზეა, რა კონტროლერი და ვისი წარმოების უყენია და აშ. ბევრი ნიუანსია მოკლედ, ასე მარტივად ვერ აითვისებ ერთი გადახედვით :D

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 2 years later...

ახალი თემის გახნას აქ დავწერ ბარემ, ბიოსის ელემენტის გამოცვლა მინდა რაღაც სერიოზულ სიმპტომებს ვერ ვატყობ მაგრამ 11 წლის კომპიუტერი არის და მგონია რო მაინც ჭირდება. ჩვეულებრივად ამოვიღო ელემენტი და ჩავდო ხომ? მემგონი სწრაფად უნდა გამოვცვალო რომ არ განულდეს პარამეტრები? აქვე დავწერ ისე, HD Tune_ით შევამოწმე(full scan_ით)  და არც წითელი კუბიკები ამოყარა, არც რამე შეცდომა დაწერა და ცოტა უცნაური არ არის? ჩვეულებრივი სიგეითის 500 გბიანი ვინჩესტერია, თან აქტიურად ვწერდი და ვშლიდი თამაშებს და პროგრამებს.

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.