Magdalena Posted December 11, 2020 Share Posted December 11, 2020 Biostar-მა და MSI-მ დააანონსეს AMD RDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული ეტალონური Radeon RX 6900 XT ვიდეო დაფები, რომლებიც განკუთვნილია გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერებისთვის. გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი Navi 21 XTX 80 ბლოკითა და 5120 ნაკადური პროცესორით. ვიდეო დაფებს აქვთ 16 გბ GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი სალტით. ჩიპის ბირთვის საბაზისო სიხშირეა 1825 მჰც, გეიმინგ-სიხშირე - 2015 მჰც, ტურბო-სიხშირე - 2250 მჰც. გაგრილების სისტემის შემადგენლობაში შედის სამი ქულერი. ინტერფეისების ნაკრები მოიცავს ორ DisplayPort 1.4 პორტს, ერთ HDMI 2.1 კონექტორს, აგრეთვე სიმეტრიულ USB Type-C პორტს. გამოყენებულია ინტერფეისი PCI Express 4.0, ენერგომოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელი 290-300 ვატს შეადგენს. ცალკე უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა Biostar Radeon RX 6900 XT (შიფრი VA69T6AEP2). В ვიდეო დაფის შესახებ. მისი გრაფიკული ჩიპის მაქსიმალური დასაშვები სიხშირეა 2600 მჰც, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ეტალონურ მაჩვენებელს, თუმცა ჩიპის აჩქარება მხოლოდ მექანიკურადაა შესაძლებელი. ქულერები სრულიად ჩერდება მცირე დატვირთვისას, რისი წყალობით ამაჩქარებელი ხმას საერთოდ არ გამოსცემს მუშაობისას. ქულერებზე მოცემულია სტიკერები Biostar-ის ლოგოთი. სამწუხაროდ, Biostar და MSI ამჟამად არ ახმაურებენ ვიდეო დაფების ფასებს, თუმცა ჯამში ისინი AMD-ის სარეკომენდაციო ფასის - 999 აშშ დოლარის ტოლი უნდა იყოს. https://bit.ly/39WoKVl Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.