Magdalena Posted November 25, 2020 Share Posted November 25, 2020 ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით ASUS-მა დაამზადა ერთდაფიანი კომპიუტერი Tinker Board 2, რომელიც ორიენტირებულია სმარტ-გაჯეტებისა და ინტერნეტ-ნივთების დეველოპერებზე. კომპიუტერის ზომაა მხოლოდ 85,6 × 54 მმ. საფუძვლად უდევს პროცესორი Rockchip 3399, რომელიც შეიცავს ექვს ბირთვს. ესენია: ორი ARM Cortex-A72 ტაქტის სიხშირით 2.0 გჰც და ოთხი ARM Cortex-A53 – 1.5 გჰც სიხშირით. გრაფიკის დამუშავებისთვის განკუთვნილია ამაჩქარებელი ARM Mali-T860 MP4 სიხშირით 800 მჰც. LPDDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 2 ან 4 გბ. მონაცემთა შენახვისთვის განკუთვნილია microSD ბარათი, ასევე გამოვა მოდიფიკაცია Tinker Board 2S 16 გბ eMMC ფლეშ-მოდულით. მოწყობილობას აქვს კონტროლერი Gigabit Ethernet ქსელთან სადენიანი დაკავშირებისთვის. უსადენო კავშირზე პასუხისმგებელია ადაპტერები Wi-Fi 802.11b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 5.0. გამოსახულების ეკრანზე გამოტანისთვის განკუთვნილია ინტერფეისი HDMI 2.0 4K/60р ფორმატის მხარდაჭერით. ხელმისაწვდომია სამი პორტი USB 3.2 Gen1 Type-A და ერთი პორტი USB 3.2 Gen1 Type-C. მხარდაჭერილია ინტერფეისები - GPIO, SPI, I2C, UART, PWM. კომპიუტერი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://bit.ly/2Hvjlcj Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.