Magdalena Posted November 23, 2020 Share Posted November 23, 2020 ევროპის ბაზარზე გამოვიდა კომპაქტური, თუმცა მძლავრი კომპიუტერი Onlogic Helix 610, რომელიც საშუალებას იძლევა გადაიჭრას სხვადასხვა ამოცანა ავტომატიზაციის, მანქანური ხედვის და ა.შ. სფეროებში. მოწყობილობას არ აქვს ქულერი და გათვლილია 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე. მოწყობილობა დამზადებულია Intel Comet Lake აპატრატულ პლატფორმაზე. კორპუსის ზომაა 303 × 65 × 210 მმ, აქვს ჭრილებიანი ზედაპირი, რომელიც რადიატორის ფუნქციას ასრულებს. კომპიუტერი მუშაობისას არანაირ ხმას არ გამოსცემს. მაქსიმალურ კონფიგურაციაში მოცემულია პროცესორი Core i9-10900T 10 ბირთვით (ინსტრუქციის 20 ნაკადამდე), რომელიც მუშაობს 1.9-4.6 გჰც ტაქტის სიხშირეზე. DDR4-2666 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა აღწევს 64 გბ-ს. კომპიუტერში ხელმისაწვდომია ოთხი დისკი: ესენია ორი M.2 2280 SSD და ორი 2.5-დუიმიანი დისკი SATA 3.0 ინტერფეისით. შესაძლებელია დაყენდეს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, ასევე 4G/LTE მოდემი ფიჭურ ქსელებში სამუშაოდ. ფრონტალურ პანელზე მოცემულია ოთხი პორტი USB 3.2 Gen2, სლოტი SIM-ბარათისთვის და სტანდარტული აუდიოკონექტორი. უკანა მხარეს ხელმისაწვდომია ორ-ორი USB 3.2 Gen2 და USB 3.2 Gen1 პორტი, ორი კონექტორი ქსელის სადენისთვის (Gb LAN), აგრეთვე სამი DisplayPort მონიტორებთან დაკავშირებისთვის. Onlogic Helix 610-ის ფასი დაახლოებით 860 ევროდან იწყება. https://bit.ly/335Vnfg Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.