Magdalena Posted November 17, 2020 Share Posted November 17, 2020 2021 წლის დასაწყისში კომპანია Intel დააანონსებს მე-11 თაობის Tiger Lake-H მობილურ პროცესორებს, რომლებიც წარმადობით ზოგიერთ დესკტოპ პროცესორზე აღმატებული იქნება. Tiger Lake-H სერიის წარმომადგენელი გამოჩნდა UserBenchmark-ის ბაზაში სახელწოდებით "Intel 0000". პროცესორები დამზადებული იქნება 10-ნანომეტრიანი SuperFin ტექნოლოგიით Willow Cove მიკროარქიტექტურის ბაზაზე, მათ ექნებათ 8 ბირთვი Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერით, სიხშირე კი - 3.1 გჰც. მათი სიმძლავრის გათვალისწინებით, სავსებით დასაშვებია, რომ ეს პროცესორები კონკურენციას გაუწევენ Comet Lake-ს, ამასთან ამ პროცესორების სიხშირე გაცილებით დაბალია ისევე, როგორც TDP-ის დონე. პროცესორის გრაფიკული ბირთვი კვლავ დაფუძნებული იქნება Intel Xe არქიტექტურაზე, მაგრამ U ვერსიისაგან განსხვავებით, Tiger Lake-H-ს აქვს მხოლოდ 32 ბლოკი, Tiger Lake-U-ს კი 96. პროცესორს ექნება მხოლოდ DDR5 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერა. ეს იქნება პირველი 10-ნანომეტრიანი ფლაგმანური მობილური პროცესორები, რომლებიც გამოყენებული იქნება გეიმინგ-ლეპტოპებში. სიმძლავრით ისინი აღმატებულნი იქნებიან APU Ryzen 4000H-ზე, თუმცა მათი გამოსვლის დროისთვის ბაზარზე გამოვა AMD Ryzen 5000H. კომპანიამ ადრე გამოუშვა Intel Tiger Lake-U პროცესორები, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ჰქონდათ მხოლოდ 4 ბირთვი. https://bit.ly/38JWhl5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted November 17, 2020 Share Posted November 17, 2020 ხო რამდენიმე თვის უკან დაიდო ინფო რომ 10 ნანომეტრიანი მობილური 11 სერიის პროცესორები 4 ბირთვიანი 8 თრიდიანებით არ შემოიფარგლებიან და შემდეგი წლისთვის 8 ბირთვიანი 16 თრიდიანიც გამოვაო ნოუტბუკებისთვის, ანუ წელს 4 ბირთვიანები გამოუშვეს 10 ნანომეტრზე მობილური სერიიდან და შემდეგი წლისთვის 8 ბირთვიანიც გამოდის, თორე თავიდან ისე ჩანდა რომ მაქსიმუმ მარტო 4 ბირთვიანი გამოდიოდა მაგ სერიაში, აი დესკტოპ სეგმენტში 16 იქნება და ალბათ 24-თრიდიც დიდი-პატარა ბირთვებით ჰიბრიდი, ეგ უკვე DDR5-ზე და 12 სერიაზე მარტო ალბათ 10 ნანომეტრზე, უფრო 2022 წლის დასაწყისისთვის გამოვა ეგეთი მემგონი ან 2021 ბოლო ყველაზე ადრე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.