Magdalena Posted November 7, 2020 Share Posted November 7, 2020 ამჟამად PCIe სალტის ყველაზე თანამედროვე თაობად მეოთხე ვერსია ითვლება. ჯერ PCIe 5.0 სტანდარტიც არ უნახავს საზოგადოებას, PCI SIG კი როგორც ჩანს, PCIe 6.0 მახასიათებლის შემუშავების საბოლოო ეტაპზე იმყოფება. როგორც ჩანს, მეექვსე თაობა ნამდვილად იქნება მზად დაახლოებით 2021 წლის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ PCIe 5.0 არ იქნება ისეთი ხანგრძლივად მოქმედი სტანდარტი, როგორც PCIe 4.0. რა თქმა უნდა, მის საფუძველზე არსებული რეალური სამომხმარებლო მოწყობილობები დიდი ალბათობით 2023 წელზე ადრე არ გამოჩნდება - მოსალოდნელია, რომ PCIe 5.0 სტანდარტს AMD და Intel დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამოიყენებენ. PCI SIG-მა ცოტა ხნის წინ გამოუშვა 0.7 ვერსია PCIe 6.0 სპეციფიკაციისთვის. ეს ვერსია მოიცავს სრულ მახასიათებლებს და ახალი ფუნქციონალი არ დაემატება. PCIe 6.0-ის ძირითადი მახასიათებლებიდან რამდენიმე გახლავთ შემდეგი: 64 გბ/წმ კონტაქტზე მაქსიმალური სიჩქარით 256 გბ/წმ 16 ხაზზე (რეალურად, ორჯერ მეტი PCIe 5.0 სტანდარტთან და ოთხჯერ მეტი PCIe 4.0 სტანდარტთან შედარებით); PAM4 (ოთხდონიანი იმპულსური ამპლიტუდის მოდულაცია) ამჟამად სიგნალიზაციისთვის გამოიყენება. ეს ტექნოლოგია ასევე გამოიყენება მაღალი წარმადობის ქსელურ აღჭურვილობებში InfiniBand სტანდარტის კავშირთან ან GDDR6x ვიდეომეხსიერების მოდულებთან, რომლებშიც გამოყენებულია NVIDIA-ს მაღალი წარმადობის გრაფიკული პროცესორები. ხარვეზების პირდაპირი გასწორება მცირე შეყოვნებით (FEC), რომელიც უნდა იყოს 10 ნწმ-ზე ნაკლები; საიმედოობის გაზრდილი დონე PCIe 5.0 სტანდარტთან შედარებით; ოპტიმიზებული ენერგოეფექტურობა; ერთ პლატფორმაზე ასამდე ხაზზე მასშტაბირება. საინტერესოა, რომ PCI SIG-მა გამოაქვეყნა გრაფიკი, რომელზეც მოცემულია სიჩქარის გაორმაგება ყოველ სამ წელიწადში. ეს იყო თავდაპირველი გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს შემუშავდა. ცხადია, თავდაპირველი გეგმა მას შემდეგ შეიცვალა, რადგანაც ახლა ჩანს, რომ სიჩქარის ზრდა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იგეგმება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მონაცემთა გადაცემა უფრო სწრაფი ტემპით. სამწუხაროდ, მომხმარებლები ვერ შეძლებენ თაობათა ცვლისგან სწრაფი სარგებელი ნახონ, რადგანაც AMD-სა და Intel-ს არ სურთ სტანდარტების სწრაფად ცვლა და ასე სწრაფად ადაპტაცია, მათი შესაძლებლობების შენარჩუნება მომავალში. https://bit.ly/350b4pu Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.