Jump to content

NVIDIA-ს ვიდეო დაფები ლიდერობას განაგრძობს - AMD Radeon-ის საბაზრო წილი მინიმუმამდე შემცირდა


Recommended Posts

ბოლო პერიოდში ყველა სპეციალიზებული ვებ-გვერდი მხოლოდ Radeon RX 6000 სერიის ვიდეო დაფების წარმოუდგენელ სიმძლავრეზე წერს. ერთი მხრივ, ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ უკვე დავინახეთ როგორც ახალი RX 6800 XT-ის, ასევე მისი უფროსი ვერსია RX 6900 XT-ის წარმადობა. ამავე დროს, ბევრი მომხმარებელი, რომელიც წლიდან წლამდე ირჩევს NVIDIA-ს ვიდეო ბარათებს, სვამს გონივრულ კითხვას: "რატომ არ გამოუშვა AMD- მსგავსი რამ ერთი, ორი ან სამი წლის წინ?" 

image.png 

საბოლოო ჯამში ყველას აინტერესებს: რატომ აქვს AMD-ს ვიდეო დაფების ასეთი მცირე გაყიდვა, თუკი კომპანიის გულშემატკივრები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ერთგულებას უცხადებენ ლიზა სუს. შეიძენენ თუ არა ეს პირები ახალ ვიდეო დაფებს, გაურკვეველია, ის ფაქტი კი, რომ ოქტომბერში AMD-ს ჰქონდა გაყიდვების მეტად დაბალი მაჩვენებელი - ეჭვს არ იწვევს. 

რეალურად, წელიწადნახევრის წინ ვითარება გაცილებით რთული იყო, თუმცა მაშინ AMD-ს არ ჰქონდა RX 5700 ვიდეო დაფები, რომლებიც ითვლება, რომ მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ქვემოთ შეგვიძლია ვიხილოთ Steam-ის ოქტომბრის თვის დინამიკა, რომელიც მწვანედაა წარმოდგენილი. როგორც ვხედავთ, ყველაზე კარგი მდგომარეობა GeForce GTX 1660 დაფას აქვს. იგი ძალიან კარგად იყიდება და ფასიც არ ისე მაღალია. მეორე და მესამე ადგილები უჭირავს GTX 1660 და GTX 1660 Super-ს. მეოხე პოზიცია კი მოულოდნელად დაიკავა AMD Radeon (TM) Graphics-მა. 

image.png 

როგორც ჩანს, ეს გახლავთ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი ინტეგრირებული ვიდეო დაფები, ამიტომაც ისინი გეიმინგ-სფეროში არ განიხილება. ინტეგრირებული გრაფიკა რომ გვერდით გადავდოთ, AMD-ის პირველი დაფა, რომელიც დადებით დინამიკას აფიქსირებს, გახლავთ დაბალბიუჯეტური Radeon RX 5500 XT. თუკი შევადარებთ 0.02%-ს ლიდერი NVIDIA-ს 0.38%-ს, ცხადი ხდება, რომ ამჟამად AMD-ის ვიდეო დაფების მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია. რამე თუ შეიცვლება, ამას იანვრის ანგარიშში ვიხილავთ. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ნუ სტიმზე ყოველთვის დიდი იყო აქამდე ინტელის და ნვიდიას დომინაცია მაგათ სტატისტიკაში, მაგრამ მგონი ეხლა ნვიდიას ისედაც 80% ბაზრის წილი უჭირავსო ლამის ნავის სერიის გამოსვლამდე, ანუ მარტო მანდ არაა მაგხელა სხვაობა %, არა მგონია ეპიკზე რამე დიდი სხვაობა იყოს მაგ მხრივ, თუმცა როგორც ვიცი მანდ ეგეთი სტატისტიკა არცაა მოყვანილი, ინტელზე კი მცირდება მაგრამ საკმაოთ ნელი ტემპებით, მანდ ძალიან ბევრი ნოუტბუკი იქნება ალბათ ინტელზე და ძველი i3-5 სისტემები დაჟე ჩემზე ნაკლები თრიდებითაც კი ალბათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.