Magdalena Posted November 4, 2020 Share Posted November 4, 2020 Apple-მა დაგზავნა 2020 წლის შემოდგომის მესამე პრეზენტაციის მოსაწვევები. ღონისძიება ჩატარდება 10 ნოემბერს ონლაინ-ფორმატში კომპანიის შტაბ-ბინიდან. პრეზენტაციის სლოგანია ფრაზა „კიდევ რაღაც“. დაზუსტებით ცნობილი არ არის, რას წარადგენს კომპანია. Bloomberg-ის მონაცემებით, კომპანია გეგმავს წარადგინოს ახალი Mac-კომპიუტერები, რომლებიც აგებული იქნება საკუთარი წარმოების ARM-პროცესორებზე. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ეს მოწყობილობები იქნება პირველი კომპიუტერები პროცესორებით, რომლებიც მთლიანად Apple-ის მიერ იქნება შემუშავებული. Apple-ის ხელმძღვანელმა Tim Cook-მა განაცხადა, რომ კომპანია მალე გადავა საკუთარ ARM-პროცესორებზე WWDC 2020-ზე. მან პირობა დადო, რომ მოწყობილობები იქნება წარმადობის ახალი დონის მქონე და ენერგოეფექტური. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ დეველოპერებისთვის გაცილებით მარტივი იქნება აპლიკაციების ოპტიმიზაცია Mac სისტემაში. ოქტომბერში წყაროებმა განაცხადეს, რომ 2020 წლის ბოლოს Apple წარადგენს ერთ ლეპტოპს ARM-პროცესორით. სავარაუდოდ, ეს იქნება 13-დუიმიანი MacBook Pro ან 12-დუიმიანი ჩვეულებრივი MacBook. მოწყობილობის ტექნიკური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ანალიტიკოსები თვლიან, რომ მას ექნება უკეთესი წარმადობა Intel-ის ჩიპებზე არსებულ მოწყობილობებთან შედარებით. https://bit.ly/3254s7G Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.