Magdalena Posted October 24, 2020 Share Posted October 24, 2020 2 ნოემბერს დაიწყება გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილ მონიტორ Xiaomi Fast-ის მიწოდება: მომხმარებლებისთვის, რომლებიც წინასწარ შეკვეთას აფორმებენ, ამ მონიტორის ფასი იქნება დაახლოებით 150 აშშ დოლარი. მოწყობილობას აქვს IPS მატრიცა ზომით 24.5 დუიმი დიაგონალზე. გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს, რაც Full HD ფორმატს შეესაბამება. სიკაშკაშის მაჩვენებელი აღწევს 400 კდ/მ2 -ს (საუბარია HDR400 სერტიფიკაციაზე). მონიტორის კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი, რეაქციის დრო - 2 მილიწამი. ტექნოლოგია Adaptive Sync უზრუნველყოფს გეიმინგ-პროცესის დინამიურობისა და სინქრონულობის მაღალ დონეს. პანელს აქვს 90%-იანი DCI-P3 და 100%-იანი sRGB ფერთა გამა. დისპლეის გარს აკრავს სამი მხრიდან წვრილი ჩარჩო. სადგამი საშუალებას იძლევა რეგულირდეს სიმაღლე მაგიდის ზედაპირიდან და ეკრანის დახრის კუთხე. ჯამში მონიტორს მინიმალისტური დიზაინი აქვს. სიგნალის წყაროსთან დასაკავშირებლად გათვალისწინებულია ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.2. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის. https://bit.ly/34kMKhJ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 24, 2020 Share Posted October 24, 2020 არ გამოვრიცხავ როგორიც ფასი აქვს ხარისხიც ეგეთივე ქონდეს მაგ მოდელზე, ანუ ყველაფერზე ეკონიმია იქნება გაკეთებული, თუმცა ვისაც ბევრი უნდოდა იფისისთვის, ძალზე კარგი ვარიანტი ჩანს გარანტიით თუ აიღებ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.