Magdalena Posted October 23, 2020 Share Posted October 23, 2020 AMD არ დაუშვებს სერიოზულ ხარვეზებს, რაც ნეგატიურად აისახა მისი მთავარი კონკურენტის გაყიდვებზე. კომპანიამ გაავრცელა განცხადება პარტნიორებისათვის, რომელიც მათ აფრთხილებს გადამყიდველებისა და ბოტების შესახებ. განცხადებაში ჩამოთვლილია საცალო ვაჭრობის "ლუქების დახურვის" გზები. ეს გაკეთდა იმისთვის, რათა რეალურ მყიდველებს გარანტირებული ჰქონდეთ RX 6000 სერიის ვიდეო დაფებისა და Ryzen 5000 პროცესორების ხელმისაწვდომობა. დოკუმენტში, რომელიც გაიგზავნა AMD-ის საცალო სავაჭრო პარტნიორებთან, კომპანიის მიერ ჩამოთვლილია რამდენიმე მეთოდი, რომლებშიც გაცემულია რეკომენდაციები, რომ აღმოიფხვრას ბოტების მიერ ლოტების შესყიდვა და უზრუნველყოფილ იქნას დინამიური პროცესი (რამდენადაც შესაძლებელი იქნება). რეკომენდაციების ჩამონათვალს მიეკუთვნება: ბოტების აღმოჩენა და დაბლოკვა; რთული "captcha"- ს განხორციელება; ლიმიტები შესყიდვაზე; დაჯავშნა; შეკვეთების ხელით, მექანიკურად დამუშავება; ლიმიტი В2В გაყიდვებზე; მარაგების განაწილება კალათებში. ეს რეკომენდაციები მეტნაკლებად იმ ზომების მსგავსია, რომლებიც NVIDIA-მ გაახმაურა RTX 3xxx სერიის გამოშვების წინ, თუმცა AMD დარწმუნებულია, რომ შეკვეთებზე უფრო მეტად ყურადღებით მიდგომა და ზემოთხსენებული ზომების მიღება შეამცირებს გაყიდვებთან დაკავშირებულ პრობლემებს. „ჩვენი მთავარი პრიორიტეტია უზრუნველვყოთ, რომ გეიმერებმა, ენთუზიასტებმა და ციფრული კონტენტის შემქმნელებმა მარტივად შეძლონ AMD Radeon RX 6000 ვიდეო დაფებისა და AMD Ryzen 5000 სერიის პროცესორების შეძენა გაყიდვების დაწყებისთანავე და მის შემდგომ“ - ნათქვამია დოკუმენტში. ექსპერტები AMD-ს გაყიდვების წარმატებით დაწყებას უსურვებენ - კომპანიების კონკურენცია ყოველთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მომხმარებლებისთვის. https://bit.ly/35nQL4w 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted October 23, 2020 Share Posted October 23, 2020 რუსეთში მთელი კორუფციული სქემები შეიქნმა rtx3000 სერიის გაყიდვაზე და როგორც ჩანს მაგ ამბავმა დააფიქრათ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.