Magdalena Posted October 17, 2020 Posted October 17, 2020 პროექტ EOS-თან დაკავშირებულმა კომპანია Block.one-მა წარადგინა კორპორატიული სერვისების ნაკრები, რომლებიც ორგანიზაციებს უნდა დაეხმაროს ბლოჩეინის ბაზაზე გადაწყვეტილებების შემუშავებასა და ინტეგრირებაში. ბიზნესისთვის განკუთვნილ ოთხ ახალ შემოთავაზებაში გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა EOSIO კომპანია Block.one-ისგან და მოიცავს: ავტომატიზებულ პლატფორმას „ბლოკჩეინი, როგორც სერვისი“, რომელსაც Block.one მართავს; ტექნიკური დახმარება კომპანიებისთვის, რათა განსაზღვრონ მისი საჭიროების დონე; EOS-ინჟინრების პირდაპირი წვდომა ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების შემუშავებისა და განხორციელებისთვის, მათ შორის სმარტ-კონტრაქტების რეალიზაცია; კომპლექსური კურსები EOSIO-ს საფუძვლების შესახებ, სმარტ-კონტრაქტების პროგრამირება, პროგრამების შემუშავება და ინტეგრაციის უსაფრთხოების მეთოდები. Block.one ელის, რომ EOSIO for Business პაკეტი კომპანიებს საშუალებას მისცემს დანერგონ და მხარი დაუჭირონ ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებებს პერსონალის არასაკმარისი ტექნიკური ცოდნის შემთხვევაში. შეგახსენებთ, ივლისში EOS-დეველოპერებმა დააანონსეს განახლებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც აღწერილია პროექტის გრძელვადიანი და შორსმიმავალი მიზნები. https://bit.ly/31cFzGs Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.