Magdalena Posted October 13, 2020 Share Posted October 13, 2020 კომპანია GIGABYTE დაამზადა ახალი, მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერები Brix Pro: მოწყობილობების გაყიდვა უახლოეს დროში დაიწყება, მათ საფუძვლად უდევს AMD-ის აპარატული პლატფორმა. ნეტტოპების კორპუსის მოცულობა მხოლოდ 1.16 ლიტრია: გაბარიტები შეადგენს 196,2 × 44,4 × 140 მილიმეტრს. წარმოდგენილია მოდელები GB-BSRE-1505 და GB-BSRE-1605: პირველი მათგანის შემთხვევაში გამოყენებულია პროცესორი Ryzen Embedded R1505G (2 ბირთვი; 4 ნაკადი; 2.4–3.3 გჰც), მეორეში - ჩიპი Ryzen Embedded V1605B (4 ბირთვი; 8 ნაკადი; 2.0–3.6 გჰც). კომპიუტერებს აქვთ DDR4-2400 სტანდარტის 32 გბ ოპერატიული მეხსიერება ორი SO-DIMM მოდულის სახით. შესაძლებელია განთავსდეს SATA 3.0 ინტერფეისის მქონე დისკი და M.2 PCIe x4/SATA მოდული. ნეტტოპები წარმოდგენილია ორპორტიანი ქსელური კონტროლერით Realtek RTL8111H GbE LAN, აქვთ Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე აუდიო კოდეკი ALC 269. ფრონტალურ პანელზე მოცემულია ოთხი პორტი USB 2.0, კონექტორი ყურსასმენისა და მიკროფონისთვის. უკანა მხარეს განთავსებულია სამი ინტერფეისი HDMI 2.0, ორი პორტი USB 3.1 Gen2 და ორი კონექტორი ქსელის სადენებისთვის. https://bit.ly/36TeyeY Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.