Magdalena Posted October 12, 2020 Share Posted October 12, 2020 Intel-მა თავის ვებ-გვერდზე განათავსა პროცესორი Core i3-10100F, რომელიც არ შედიოდა მეათე თაობის Comet Lake-S პროცესორების ჩამონათვალში. Intel i3-10100F მზადაა გახდეს ბიუჯეტური გეიმინგის ახალი ჩემპიონი, მას აქვს 14-ნანომეტრიანი ჩიპი Comet Lake, 4 ბირთვი და 8 ნაკადი, 3.6 გჰც საბაზისო სიხშირე და მაქსიმალური - 4.3 გჰც. TDP-ის დონე 65 ვატია და მცირე მოთხოვნა აქვს გაგრილებისადმი, რაც კარგ სიახლეს წარმოადგენს ბიუჯეტური სისტემებისთვის. i3-10100F-ს არ აქვს ინტეგრირებული გრაფიკა, თუმცა შესაძლებელია დისკრეტულ გეიმინგ ვიდეო დაფასთან წყვილში გამოყენება. Intel Core i3-10100F-ის ფასი იქნება 80-98 აშშ დოლარი, იგი კონკურენციას გაუწევს დაბალბიუჯეტურ AMD Ryzen 3 3300X-ს, რომელიც დამყარებულია Zen 2 არქიტექტურაზე, დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, აქვს 4 ბირთვი და 8 ნაკადი. Core i3-10100F-თან შედარებით Ryzen 3 3300X-ის საბაზისო სიხშირე 200 მეგაჰერცით მაღალია, ასევე მესამე დონის ქეშ-მეხსიერება Intel-ის ჩიპთან შედარებით 10 მბ-ით მეტია. AMD Ryzen 3 3300X-ს Core i3-10100F-ის მსგავსად არ აქვს ინტეგრირებული გრაფიკა, მისი TDP-ის დონეს 65 ვატია და Core i3-10100F-ის იდეალური კონკურენტია. AMD Ryzen 3 3300X-ის კომპლექტაციაში შედის ქულერი Wraith Stealth, Intel Core i3-10100F-ს კი დიდი ალბათობით ექნება იგივე ქულერი, რომელსაც Intel-ი მთელი ეს წლები იყენებდა. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ ვერა Core i3-10100F, რომ გეიმინგ წარმადობით კონკურენცია გაუწიოს Ryzen 3 3300X-ს, თუმცა Intel i3-10100F აშკარა გამარჯვებული გამოვა, თუკი კომპანია შეძლებს ბაზარი უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის მოდელებით. https://bit.ly/2Fnopym 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gogla1990 Posted October 12, 2020 Share Posted October 12, 2020 კარგია კონკურენცია, ვინ იფიქრებდა 5 წლის წინ, რომ ინტელი 4/8-ზე ი3-ს გამოუშვებდა და 80 დოლარად გაყიდიდა, მადლობა ამდ-ს Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted October 12, 2020 Share Posted October 12, 2020 i7-7700 non-k ოდნავ სუსტი იქნება ეგეთი, ინტეგრირებულის გარეშეა, ანუ ჩემს კი აჯობებს საკმაოთ ფპს-ით Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.