Magdalena Posted October 10, 2020 Share Posted October 10, 2020 კომპანია Qualcomm ამჟამად მიკროჩიპების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, განსაკუთრებით ფლაგმანურ სეგმენტში. ბოლო წლების განმავლობაში კომპანია აჩვენებს ჩიპების რეალიზაციის მუდმივი ზრდის მაჩვენებელს, რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც მობილური ტექნიკის განვითარების ტემპი არ ეცემა. გარდა ამისა, მობილური ტელეფონებისა და თან სატარებელი მოწყობილობების მნიშვნელოვანი ნაწილი Qualcomm-ის წარმოებულ ჩიპებზე მუშაობს, ფლაგმანურ სეგმენტში კი კომპანიის წილი თითქმის ასი პროცენტია, თუკი არ ჩავთვლით Apple-ის სმარტფონებს, ყველა გეიმინგ-სმარტფონი Qualcomm-ის ჩიპსეტებს იყენებს. როგორც ცნობილია, 2020 წლის 1 დეკემბერს კომპანიას დაგეგმილი აქვს ტექნოლოგიური ღონისძიება, რომელზეც იგეგმება ახალ ფლაგმანურ ჩიპსეტ Snapdragon 875-ის ოფიციალური ანონსი. სწორედ ეს ჩიპსეტი დაედება საფუძვლად წამყვანი კომპანიების ფლაგმანურ სმარტფონებს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ეს არ იქნება ღონისძიების მთავარი მოვლენა. გავრცელდა ცნობა, რომ Qualcomm აპირებს სმარტონების ბაზარზე შემოსვლას საკუთარი ბრენდით. რესურს DigiTimes-ის ინფორმაციით, კომპანიამ გადაწყვიტა Asustek-თან თანამშრომლობით გამოუშვას თავისი პირველი სმარტფონი. იგეგმება, რომ ეს სმარტფონი გაყიდვაში წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. ეჭვს არ იწვევს, რომ სმარტფონს ზემოთხსენებული Snapdragon 875 ჩიპსეტი ექნება და გახდება ერთ-ერთი უმძლავრესი მოწყობილობა ბაზარზე. შესაძლოა იგი მოგვევლინოს გეიმინგ-სმარტფონის სახით. საინტერესოა ის, რომ პარტნიორად არჩეულია ASUS, რომელიც უშვებს გეიმინგ-სმარტფონებს - Asus ROG Phone. ცხადია, მას ბაზარზე კიდევ ერთი კონკურენტი არ აწყობს, თუმცა არაოფიციალური ცნობებით შესაძლოა Qualcomm-მა მას ჩიპსეტებსა და გამოყენებულ საპატენტო ტექნოლოგიებზე ფასი დაუკლოს. სამწუხაროდ, Qualcomm-ის სმარტფონის შესახებ ამჟამად სხვა სახის ინფორმაცია მიუწვდომელია. რაც შეეხება სამომავლო ფლაგმანურ ჩიპსეტს, მისი წარმოება უკვე დაიწყო Samsung-ის ქარხნებში. Snapdragon 875 აგებული იქნება 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით EUV-ლითოგრაფიის გამოყენებით. გარდა ამისა, იმავე საწარმოო ხაზში Samsung-ი დაამზადებს Snapdragon X60 მოდემსა და საკუთარ ჩიპსეტს - Exynos 1000. Snapdragon 875 შესაძლოა იყოს პირველი, რმელსაც ექნება Cortex-A78 ბირთვებისა და Cortex-X1 სუპერბირთვების კომბინაცია, რომელთაც აქვთ 30%-ითა და 23%-ით მეტი ენერგოეფექტურობა, ვიდრე Cortex A77 და A78 ბირთვებს, შესაბამისად. https://bit.ly/3lqI1Rt Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.