Jump to content

Manjaro/Arch ტექნიკური პრობლემები


Recommended Posts

გამარჯობა

როგორც სათაურში დავწერე arch-based დისტროს ვიყენებ კერძოდ manajarro-ს KDE Plasma-ს და ორ საკითხზე მჭირდება თვქენი დახმარება

მთავარი პრობლემა ისაა რომ როდესაც desktop-ზე შევდივარ ხანდახან ხმა არ აქვს და მიჩევენებს რომ აუდიო დივაისი არ არის დაკავშირებული და ხელით მიწევს ამ ბრძანებით თავიდან გააქტიურება systemctl --user restart pulseaudio თუ ვინმეს გქონდათ მსგავსი პრობლემა რისი ბრალი შეილება იყოს

მეორე პრობლემა: როცა ბატარეა 80% იქნება მინდა რომ შეტყობინება მივიღო.  სხვადასხვა სკრიტპები ვცადე მაგრამ შედეგი მაინც არ აქვს და იქნებ სადმე ინსტრუქცია იყოს სად ჩავაგდო ეს სკრიპტი რომელ დირექტორიაში სავარაუდოდ მე ვერ გავიგე სად მოვათავსო რომ იმუშაოს ან იქნებ თქვენ გქონდეთ მსგავსი სკრიპტი რომელსაც იყენებთ და დამაკვალიანოთ როგორ გამოვიყენო მეც სწორად

მადლობა წინასწარ

Link to post
Share on other sites

დაადებაგე მოდულები? ჩართვისას და დარესტარტების მერე რომელი მოდულებია ჩატვირთული შეადარე?

ისე pavucontrol დააყენე და იქიდან ცადე ხმის გასწორება. KDE-ს ქონდა პრობლემა კონფიგებს რომ არ ინახავდა.

ისე სხვა გარსი რომ ცადო კარგი იქნება. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ყველაზე ბანძია kde...

 

ბატარეას რაც შეეხება event-ებს ჩაუჯექი თუ ისვრის პროცენტების მოკლებისას ან მომატებისას udevadm monitor -u -p თუ არა და არც threashold-ები ყენდება შენს ლეპტოპზე მოგიწევს systemd-ს პროცესის დაწერა. ყოველ 2 წუთში ამოწმე პროცენტები და 80-ს ტოლი ან მეტი თუ იქნება გაუშვი ნოტიფიკაცია.

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites
25 minutes ago, მათე said:

დაადებაგე მოდულები? ჩართვისას და დარესტარტების მერე რომელი მოდულებია ჩატვირთული შეადარე?

ამ ერთ pulseaudio-ს აქვს პრობლემა როგორც გაირკვა ეგ არ იტვირთება დარესტარტების მერე და დავძებნი უფრო კონკრეტულად 

25 minutes ago, მათე said:

ისე pavucontrol დააყენე და იქიდან ცადე ხმის გასწორება. KDE-ს ქონდა პრობლემა კონფიგებს რომ არ ინახავდა.

ისე სხვა გარსი რომ ცადო კარგი იქნება. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ყველაზე ბანძია kde...

კი მეც შევამჩნიე ეგ პრობლემები სხვა პროცესებზეც ლოგაუთ/ლოგინ უჭირს კიდე black screen-ს აგდებს ხანდახან, მაგრამ gnome მეყენა და ამ დისტროზე ის უფრო პრობლემური აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე KDE

25 minutes ago, მათე said:

ბატარეას რაც შეეხება event-ებს ჩაუჯექი თუ ისვრის პროცენტების მოკლებისას ან მომატებისას udevadm monitor -u -p თუ არა და არც threashold-ები ყენდება შენს ლეპტოპზე მოგიწევს systemd-ს პროცესის დაწერა. ყოველ 2 წუთში ამოწმე პროცენტები და 80-ს ტოლი ან მეტი თუ იქნება გაუშვი ნოტიფიკაცია.

threashold ვცადე უბრალოდ ჩემ ლეპტოპს არ აქვს მხარდაჭერა თორე KDE-ზე როგორც გავარკვიე იგიგმება ინტერფეისიდანვე threashold კონტროლის ფუნქციის ჩამატება (აი როგორც ხმა, ეკრანის განათებას და მსგავსი რაღაცეებს აკონტროლებ მარტივად)

აი ეს შედეგები ამოყარა udevadm monitor -u -p ბრძანებამ:

"""

UDEV  [8256.883614] change   /devices/LNXSYSTM:00/LNXSYBUS:00/PNP0C0A:00/power_supply/BAT0 (power_supply)
ACTION=change
DEVPATH=/devices/LNXSYSTM:00/LNXSYBUS:00/PNP0C0A:00/power_supply/BAT0
SUBSYSTEM=power_supply
POWER_SUPPLY_NAME=BAT0
POWER_SUPPLY_TYPE=Battery
POWER_SUPPLY_STATUS=Charging
POWER_SUPPLY_PRESENT=1
POWER_SUPPLY_TECHNOLOGY=Li-ion
POWER_SUPPLY_CYCLE_COUNT=0
POWER_SUPPLY_VOLTAGE_MIN_DESIGN=11550000
POWER_SUPPLY_VOLTAGE_NOW=12613000
POWER_SUPPLY_CURRENT_NOW=1927000
POWER_SUPPLY_CHARGE_FULL_DESIGN=3551000
POWER_SUPPLY_CHARGE_FULL=3551000
POWER_SUPPLY_CHARGE_NOW=2234000
POWER_SUPPLY_CAPACITY=62
POWER_SUPPLY_CAPACITY_LEVEL=Normal
POWER_SUPPLY_MODEL_NAME=Primary
POWER_SUPPLY_MANUFACTURER=Hewlett-Packard
POWER_SUPPLY_SERIAL_NUMBER=30119 2019/03/21
SEQNUM=4083
USEC_INITIALIZED=8256804632


"""

ე.ი systemd-ში გავუშვა ეგ სკრიპტი თვითონ სკრიპტები კი ბლომად ვიპოვე უბრალოდ ვერ ვგებულობდი რომელ დირექტორიაში იყო მაგათი ადგილი :D

კიდე ერთ საკითხზე მაქვს პრობლემა კლავიატურაზე 3 ღილაკს აქვს ერთი ფუნქიონალი გაწერილი 3ვე აკონტროლებს მიკროფონს როცა იდეაში ორი მათგანი უნდა არეგულირებდეს ეკრანის განათებას და ამაზე ხო ვერ მეტყვი რამე სასარგებლოს?

Link to post
Share on other sites

სკრიპტი სადაც გინდა იქ დააგდე, თუ გინდა სადმე PATH-ში ჩააგდე ბარემ ბრძანებად რომ იყოს და systemd-ს პროცესიდან დაუძახე.

მოდულები pulseaudio-სი ვიგულისხმე. მაგ პროგრამას უამრავი მოდული აქვს რასაც ტვირთავს და შეამოწმე კომპის ჩართვისას რა არის და შენ რომ არესტარტებ ხელით მერე რა ემატება. კონფიგში გაუწერდი თუ რამე აკლდა და ამუშავდებოდა კომპის ჩართვისასვე.

KDE-ს მერე GNOME-ს ვერ ვიტან :D დიდებია, მძიმეები და კომპლექსურობიდან გამომდინარე ბევრი ადგილია რაც შეიძლება "გატყდეს" და არ იმუშაოს როგორც საჭიროა, მითუმეტეს აფდეითებისას. XFCE-ს რას ერჩი მშვენიერი გარსია, საკმაოდ დიდი ხანი ვიყენებდი და მუშაობდა ხოშიანად arch-ზე. რამდენიმე წლის წინ DE-დან WM-ებზე გადავედი და ეხლა DWM-ზე ვარ ეს კიდევ უფრო სანდოა, რადგან ძალიან მცირე კოდია.

მაგ ღილაკებს რაც შეეხება, ეგეც kde-ს ბრალი იქნება. მაგეებს გარსები აკონტროლებენ. შორთქათებში უნდა ნახო ან კონფიგურაციებში. მე ეხლა kde არ ვიცი წლებია არ გამომიყენებია ამიტომ შენით ნახე სად აქვს კონფიგი. ან /etc-ში ექნება, ან home-ში .რამე ფაილში ან .config-ფოლდერში.  მე ეგენი სულ event-ებზე მაქვს მიბმული და ჩემით მაქვს აწყობილი სტატუს ბარიც, რომ ხმის, აიპის, დროის, განათების, ენების და ა.შ. ცვლილება აისახოს სტატუს ბარში. ასე გაცილებით lightweight-ა და არც update უნდა და არაფერი :)

 

ეგ ბრძანება რომ გაუშვი ეგ წარწერები როდის ქნა? დამტენი მიუერთე ან გამოაძრე? მე გითხარი რომ მაგას რომ ჩართავ დაელოდე. ბატარეას რომ მოაკლდება ან მოემატება პროცენტები თუ დაგიწერს რამეს ე.ი. event-ს ისვრის მაგ დროს და შეგეძლება მაგაზე მიაბა სკრიპტი /etc/acpi/handler.sh-ში სულ გაშვებული რომ არ იყოს :)

აი event-ს თუ ისვრის ეს სკტიპტი რომ გააკეთო მაგალითად 5%-ზე და ნაკლებზე გაუშვებს hibernate-ს

 

/etc/udev/rules.d/99-lowbat.rules
# Suspend the system when battery level drops to 5% or lower
SUBSYSTEM=="power_supply", ATTR{status}=="Discharging", ATTR{capacity}=="[0-5]", RUN+="/usr/bin/systemctl hibernate"

ამეებს გადახედე https://wiki.archlinux.org/index.php/Udev#Testing_rules_before_loading

https://wiki.archlinux.org/index.php/Laptop

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...