Magdalena Posted September 22, 2020 Share Posted September 22, 2020 ევროკავშირის ხელისუფლება ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების სფეროში რეგულირების ახალ წესებს 2024 წლისთვის დაადგენს - წერს Reuters-ი სააგენტოს განკარგულებაში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. ახალი კანონმდებლობა შესაძლებელს გახდის განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიისა და კრიპტოაქტივების გამოყენების გაფართოებას ფინანსურ სექტორში. ამჟამად ევროზონაში გადახდების 78% ნაღდი ფულით ხორციელდება. უნაღდო ანგარიშსწორების საჭიროება განსაკუთრებით აშკარა გახდა COVID-19-ის პანდემიის დროს. ევროკომისია აპირებს სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული აქტივების უფრო ფართოდ გამოყენებას და შეიმუშავებს ახალ წესებს რეგულირებაში შესაძლო ხარვეზების მოსაგვარებლად. პიროვნების იდენტიფიკაცია და შემოწმება, რაც ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას უკავშირდება, საკვანძო მოთხოვნები გახდება. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, ახალი წესების მიღება აუცილებელია 2024 წლისთვის. მომენტალური ანგარიშსწორების სისტემები „ახალ ნორმად“ უნდა იქცეს 2021 წლის ბოლოს. ადრე საინფორმაციო საშუალებებში მოხვდა კრიპტოსავალუტო აქტივების ბაზრის შესახებ არსებული კანონპროექტის ადრეული ვერსია. დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია გვთავაზობს კრიპტოვალუტების, security-ტოკენებისა და Stablecoin-ების სამართლებრივი ბაზის შექმნას ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების მოთხოვნების ანალოგიურად. https://bit.ly/2ZX3LMm Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.