Magdalena Posted September 21, 2020 Share Posted September 21, 2020 რა სჭირდება გეიმერების უმეტესობას? არა ენთუზიასტებს, არა "4k all maxed out" მოყვარულებს, არამედ Steam-ის ბაზის თითქმის 70%-ს, რომლებიც იყენებენ GTX 1060 დაფასა და 1080p გაფართოების მონიტორებს? ეს არის პატარა, ცივი, არამომთხოვნი RTX 3060 მოდელი 60+ FPS-ითა და Full HD მხარდაჭერით. განსაკუთრებით სასურველი ეს ვიდეო დაფა გახდა პორტალ VideoCards.com-ზე ინფორმაციის განთავსების შემდეგ, სადაც მოცემულია, რომ ამ სერიის დაფებს ექნება GDDR6 ტიპის 8 გბ მეხსიერება. ამგვარად, საშუალო სეგმენტის ახალი დაფა თავისუფლად უზრუნველყოფს 60 FPS-ს 1080p გაფართოებაზე ყველა თამაშში. შესაძლოა, გამოჩნდეს რამდენიმე გამონაკლისი RDR2 ტიპის სახით, თუმცა საერთო სურათი არ იცვლება - ეჭვგარეშეა, ჩვენ წინაშეა მომავალი ბესტსელერი და პერსონალური კომპიუტერების მილიონობით მომხმარებლის ფავორიტი. დაინტერესებული პირები ელოდებიან RTX 3060 სერიის საცალო გაყიდვაში გამოსვლას. პროგნოზების მიხედვით თუ განვსჯით, დაახლოებით 300 აშშ დოლარად შესაძლებელი იქნება RTX 2070 დაფის დონის წარმადობის მიღება, რაც ნამდვილად არ იქნება ცუდი გადაწყვეტილება. https://bit.ly/3iQSo0c Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მშვილდოსანი Posted September 21, 2020 Share Posted September 21, 2020 300$ მშვენიერი ფასი იქნება თუ 8 ექნება ვიდეორამი ამას დავითრევ. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted September 21, 2020 Share Posted September 21, 2020 ვითომ 3070 სუპერის ან 1080Ti დონის მაინც იქნება ეგ კარტა RTX რეჟიმის გარეშე, თუ კი დაჟე 2K შეიძლება გეიმინგი ეგეთზე, თუმცა მე სამაინინგოთ უფრო 3070 ავიღებ მინიმუმ, შეიძლება 3070Ti კი 16GB VRAM Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მშვილდოსანი Posted September 22, 2020 Share Posted September 22, 2020 ისე მე ვფიქრობდი 2080 დონე იქნებოდა თითქმის, ნუ გამოჩნდება რა იქნება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.