Magdalena Posted September 16, 2020 Posted September 16, 2020 მალე დაიწყება ერთდაფიან კომპიუტერ Banana Pi BPI-M5-ის გაყიდვა დეველოპერებზე, რომლებიც ახდენენ ყველა შესაძლო პროექტის რეალიზებას ინტერნეტ-ნივთების, რობოტექნიკისა და ა.შ. სფეროებში. ახალი კომპიუტერი გვევლინება, როგორც პოპულარული Raspberry Pi-ს კონკურენტი. მას საფუძვლად უდევს პროცესორი Amlogic S905X3 ოთხი ARM Cortex-A55 ბირთვით, რომლებიც მუშაობს 2.0 გჰც-მდე ტაქტის სიხშირეზე. ჩიპის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G31 MP2. მინი კომპიუტერს აქვს 4 გბ LPDDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება და eMMC მოდული 16-დან 64 გბ-მდე მოცულობით. დამატებით შესაძლებელია microSD ბარათის განთავსება. ხელმისაწვდომია ინტერფეისი HDMI 2.1, რომელსაც შეუძლია 4K ფორმატის გამოსახულების გამოტანა სიჩქარით - 60 კადრი/წამში. მოცემულია ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet შესაბამისი ბუდით სადენის მიერთებისთვის. კონექტორების ნაკრებში შედის ოთხი სრული ზომის USB 3.0 პორტი და USB Type-C კონექტორი კვების მიწოდებისთვის. ხელმისაწვდომია GPIO, UART, I2C, SPI, PWM ინტერფეისების მხარდაჭერა. გათვალისწინებულია ინფრაწითელი ტრანსივერი. კომპიუეტერის ზომებია 92 × 60 მმ, წონა - 48 გრამი. https://bit.ly/2ZvMQ3t Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.