Magdalena Posted September 15, 2020 Posted September 15, 2020 NVIDIA-ს დამფუძნებლის სურვილი ახალი პროდუქტებისა და ბიზნეს-გადაწყვეტილებების შექმნის შესახებ საიდუმლოს არ წარმოდგენს. გარკვეული დროის წინ გავრცელდა ცნობა, რომ კომპანია ემზადებოდა ARM-თან გარიგებისთვის. ამჟამად ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა: ყველა ფორმალობა უნდა შესრულდეს ანტიმონოპოლიური კონტროლის პროცედურის დასრულებიდან 18 თვის შემდეგ. გარიგების თანხა 40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ფულადი სახით NVIDIA გადაიხდის არაუმეტეს 12 მლრდ აშშ დოლარს, ამასთან 2 მლრდ აშშ დოლარი უნდა გადაეცეს გამყიდველს (SoftBank) გარიგების დასრულებისთანავე. პრინციპში, NVIDIA-ს ანგარიშზე გასული კვარტლის ბოლოს 11 მლრდ აშშ დოლარი დაგროვდა და სურვილის შემთხვევაში კომპანია შეძლებს თავი აარიდოს ფულის სესხებას ARM-თან გარიგების შესრულების დაფინანსებისთვის. დანარჩენი 28 მლრდ აშშ დოლარი SoftBank-ს გადაეცემა NVIDIA-ს აქციების სახით. 21.5 მლრდ აშშ დოლარიანი ძირითადი პაკეტი იაპონურ კორპორაციას აქცევს NVIDIA-ს უმსხვილეს აქციონერად, თუმცა მისი წილი არ იქნება 10%-ზე მეტი. კიდევ 5 მლრდ აშშ დოლარს აქციების სახით იაპონური კორპორაცია მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ARM-ის შემოსავალი მიაღწევს გარკვეულ მიზნობრივ ღირებულებებს. და ბოლოს, ARM-ის თანამშრომლებს შეხვდებათ NVIDIA-ს 1.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციები - სავარაუდოდ საუბარი ეხება ბრიტანული ჰოლდინგის ხელმძღვანელობას, რომელიც სამუშაოდ NVIDIA-ში გადავა. ARM-ბიზნესის ახალი მფლობელები პირობას დებენ, რომ დიდ ბრიტანეთში სამუშაო ადგილები შენარჩუნდება. უფრო მეტიც, კემბრიჯში შეიქმნება ახალი კვლევითი ცენტრი, სადაც ARM და NVIDIA მოამზადებენ ახალ კადრებს და შეიმუშავებენ პროცესორის არქიტექტურებს. NVIDIA-ს დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ ARM-ის შემუშავებული პროდუქტების ლიცენზირების მოდელი შეინარჩუნებს მომხმარებლების მიმართ ღიაობისა დ ნეიტრალიტეტის პრინციპებს. თავად NVIDIA აპირებს ARM-ის გამოყენებას პირველ რიგში სერვერულ სეგმენტში. ARM-ის ბიზნესი - „ინტერნეტ-ნივთებისთვის“ ტექნოლოგიის შემუშავება გარიგების ფარგლებში არ მოხვდა. https://bit.ly/32rHUyo Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.