Jump to content

CoinMarketCap-მა აამოქმედა პლატფორმა Alexandria კრიპტოვალუტების შესწავლისთვის


Recommended Posts

image.jpeg

CoinMarketCap-მა საკუარ ვებ-გვერდზე წარადგინა ახალი განყოფილება სახელად Alexandria, რომელშიც ავმოყრილი იქნება კრიპტოვალუტების შესწავლისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ინფორმაცია. 

განყოფილებას სახელწოდება მიენიჭა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პატივსაცემად, რომელიც ავის დროზე უდიდესი იყო. CMC Alexandria-ზე შეკრებილი იქნება კრიპტოვალუტების შესახებ სხვადასხვა სახის მაქსიმალური მოცულობის ინფორმაცია. გარდა ამისა, სერვისი გეგმავს სიღრმისეული სასწავლო მასალების გამოშვებას, სახელად Tech Deep Dives. 

კომპანიის ბლოგში ხაზგასმულია, რომ სასწავლი მასალები შეიქმნა იმგვარად, რათა დაინტერესებული პირები არ გადაიტვირთონ ზედმეტი დეტალებით. სტატიები დაწერილია ადვილად გასაგები ენით და თან ახლავს ილუსტრაციები ამა თუ იმ საგნი უკეთ აღქმის  მიზნით. 

„პლატფორმა CMC Alexandria-ზე მიიღებთ მცირე, ადვილად გათავისებადი ინფორმაციის ფრაგმენტებს, რომელთაც სწრაფად წაიკიხავთ, გაიგებთ და გადახვალთ შემდეგზე. კრიპტოვალუტების ინდუსტრია სწრაფად იცვლება და ფეხი უნდა ავუწყოთ“ - აღნიშნულია სტატიაში. 

ცოტა ხნის წინ CoinMarketCap-მა აამოქმედა სხვა სასწავლო პლატფორმაც - Earn. განსხვავება ის არის, რომ Alexandria გახლავთ საყოველთაო საგანმანათლებლო პორტალი, რომელზეც შესაძლებელია კრიპტო ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის მოძიება. პროგრამა Earn კი ასწავლის კონკრეტულ პროექტს და სტუდენტები იღებენ მცირე ჯილდოს პროექტის ტოკენების სახით. 

 

Link to post
Share on other sites
  • Magdalena changed the title to CoinMarketCap-მა აამოქმედა პლატფორმა Alexandria კრიპტოვალუტების შესწავლისთვის

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...