Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპიუტერული მაკომპლექტებლების მწარმოებელმა ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია ASRock Industrial Computer-მა წარადგინა 4X4 BOX-4000 სერიის მაღალი წარმადობის მინი კომპიუტერები: BOX-4800U 4X4, BOX-4500U 4X4 და BOX-4300U 4X4, რომლებიც დაფუძნებულია ახალ AMD Ryzen 4000U პროცესორებზე. მათ შორისაა Ryzen 7 4800U მოდელი 8 ბირთვითა და 16 ნაკადით, წარმადობის ზრდის უზრუნველყოფისთვის. 

მინიატურულ და მძლავრ 4X4 BOX-4000 სერიის კომპიუტერებში ხელმისაწვდომია ორი LAN პორტი (2.5 გბ), აგრეთვე DASH ფუნქციები, Teaming ფუნქცია და უსადენო მაღალი სიჩქარის Intel Wi-Fi 6-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

გარდა ამისა, მინი კომპიუტერს აქვს ორი დისკის მხარდაჭერა - ერთი სლოტი SSD M.2 2242/2260/2280-სთვის და ერთი - SATA3 ინტერფეისის მქონე 2.5-დუიმიანი მყარი დისკისთვის, აგრეთვე 4K გაფართოებისა და 60 ჰერცი სიხშირის მქონე 4 დისპლეის მხარდაჭერა. პრინციპი „ყველაფერი ერთში“ მინი კომპიუტერს აქცევს საშინაო და სამსახურეობრივი საქმიანობის ფართო სპექტრისთვის გამოყენებად მოწყობილობად.  

image.jpeg 

4X4 BOX-4000 სერიის მინი კომპიუტერების ზომებია 110,0 x 117,5 x 47,85 მმ, მუშაობენ APU AMD Ryzen 4000-ზე პრემიუმ-კლასის წარმადობის უზრუნველსაყოფად. ფლაგმანური 4X4 BOX-4800U მოდელიდან დაწყებული - საბაზისო დონის 4X4 BOX-4300U ვერსიით დამავრებული, ყველა მინი კომპიუტერი დამყარებულია AMD Ryzen 4000 U სერიის თანამედროვე ჩიპებზე, ესენია - Ryzen 7 4800U, Ryzen 5 4500U და Ryzen 3 4300U. სისტემებს აქვთ 64 გბ-მდე მოცულობის ორარხიანი DDR4 SO-DIMM 3200 მჰც მეხსიერების მხარდაჭერა. 

image.jpeg 

მინი კომპიუტერებს აქვთ ოთხი დრაივერი დისპლეებისთვის და ინტეგრირებული გრაფიკა AMD Radeon Vega7. ხელმისაწვდომია 1 პორტი HDMI 2.0a, ერთი DisplayPort 1.2a (DP++ მხარდაჭერით) და ორი კონექტორი USB 3.2 Gen2 (Type C). გარდა ამისა, მოცემულია ერთი Realtek 2.5 Gigabit LAN და Realtek 1 Gigabit LAN ხაზი DASH და Teaming ფუნქციებით, აგრეთვე ერთი M.2 (Key E) - Intel Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1-თან დაკავშირებისთვის. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.