Jump to content

ოქტომბერში NVIDIA-ს ანონსები გაგრძელდება. მოსალოდნელია GeForce RTX 3080 დაფა ვიდეომეხსიერების გაორმაგებული მოცულობით


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-მ თვის დასაწყისში წარადგინა ახალი თაობა Ampere-ს პირველი ვიდეო დაფები - ესენია უფროსი მოდელები GeForce RTX 3070, RTX 3080 და RTX 3090. რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ სრული ასორტიმენტი და ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, ოქტომბერში გველის მორიგი ახალი დაფების ანონსი. 

image.jpeg 

ცნობილი წყარო, ფსევდონიმით kopite7kimi, Ampere სერიის ჯერ კიდევ გეიმინგ დაფების ანონსამდე აცხადებდა, რომ NVIDIA ამზადებს GeForce RTX 3080 დაფას 20 გბ მეხსიერებით. ამგვარი ვიდეო დაფა სავსებით ლოგიკურად გამოიყურება ფლაგმანური GeForce RTX 3090-ის ფონზე, რომელიც 24 გბ GDDR6X მეხსიერებით არის აღჭურვილი. 

პრეზენტაციაზე NVIDIA-მ წარადგინა მხოლოდ GeForce RTX 3080 ვერსია 10 გბ GDDR6X მეხსიერებით და დიდი სივრცე დატოვა მასსა და ფლაგმანს შორის. ამიტომ ინტერნეტ-წყაროს უკან არ მიაქვს თავისი სიტყვები და თვლის, რომ სამომავლოდ NVIDIA მაინც წარადგენს 20-გიგაბაიტიან GeForce RTX 3080-ს და ეს სულ მალე მოხდება. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ NVIDIA-მ შესაძლოა დააანონსოს გაუმჯობესებული GeForce RTX 3080 ვერსია მომდევნო თვის დასაწყისში. 1 ოქტომბერს ჯენსენ ჰუანგს დაგეგმილი აქვს სიტყვით გამოსვლა, რომლის ფარგლებში შესაძლოა დაანონსდეს გარკვეული ახალი ვიდეო დაფები და ახალი RTX 3080 ვერსია სავსებით სარწმუნო ვარიანტად გამოიყურება. 

  • Upvote 1
Link to post
Share on other sites

კი 3070-3080 უნდა გამოვიდესო ვითომ რამდენიმე თვეში გაორმაგებული VRAM, შეიძლება ეგ ნავის ახალი კარტების გამოსვლას დაამთხვიონ, კიდე გამოვა 3070სუპერი 16გბ VRAM,3060 უფრო ალბათ 6გბ VRAM, თუმცა არ გამოვრიცხავ მოგვიანებით 12გბ გამოუშვან და ბოლოს დაახლოებით 1000$ 3080Ti ალბათ უკვე ალბათ უფრო 20გბ VRAM, მაგაზე სუსტ მოდელებზე ჯერ არ გავრცელებულა ინფოები, მაგრამ დიდი ალბათობით შემდეგი წლისთვის 1650-1660 ახალი კარტები ჩაანაცვლებენ

Link to post
Share on other sites

3-4 წელიწადში 100GB ვრამით გამოუშვებენ ისე მიდის საქმე :D 

Link to post
Share on other sites

ხო ან 32-64გბ რამის სტანდარტზე ვინ იფიქრდებდა ერთი 6 წლის უკან იგრებში, ფაქტიურათ მისულები ვართ 64 თუ არა 32-მდე მაინც უკვე, VRAM რაც შეეხება 8-10 ასე თუ ისე ქაჩავს ჯერ, როგორც 11, მაგრამ მაგაზე ნაკლები უკვე ისე კარგათ ვეღარ ალბათ, თუმცა ეგ 12-16-20გბ შეიძლება 3-4 წელი მინიმუმ აქტუალური დარჩეს და აღარ აწიონ მაგაზე მეტათ ან რეალურათ არც დაჭირდეს თამაშებს, როგორც ჩანს VRAM იაფდება თორე ეგრე სწრაფათ არ გაზრდიდენ აბიომებს კარტებზე, თუმცა 3060 შეიძლება 6გბ გამოვიდესო მაინც, მაგრამ არ გამოვრიცხავ მანდაც გამოუშვან 12გბ ვერსია მოგვიანებით, ანუ გაორმაგებული VRAM

Link to post
Share on other sites

ადრე როგორც გააკეთეს 1060 რო გამოუშვეს 3 იანები და 6 იანები..

ნუ 6 იანი 3060 ყიდვა არ ღირს ჩემი აზრით, დაგალიმიტებს ახალ თამაშებში უკვე.

Link to post
Share on other sites

მარტო 1080P ივარგებს ეგ და დაბალ ფპს არ უნდა დაეცეს, მაგრამ 2K ყველა ვარიანტში მინიმუმ 3070 მაგ ახლებიდან ალბათ, 3080 შეიძლება ცოტა ბევრიც იყოს, თუმცა გააჩნია შენ რამდენ ფპს გინდა უფრო თამაში მითუმეტეს RTX რეჟიმში

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...