Magdalena Posted September 8, 2020 Share Posted September 8, 2020 კომპანია Logitech-ის გეიმინგ ქვეგანყოფილება Logitech G-მ აამოქმედა კიბერსპორტსმენების მომზადების პროგრამა Playmaster. პროგრამა შეიქმნა პროფესიონალურ კიბერსპორტულ ასოციაციებთან თანამშრომლობით და მას, კომპანიის მტკიცებით, „სამეცნიერო ფუნდამენტი გააჩნია“. პირველი თამაში, რომელიც Playmaster-ის სამიზნეში მოხვდა, გახლავთ უკვდავი Counter-Strike: Global Offensive. Logitech G-ის პროგრამა ნებისმიერ მსურველს სთავაზობს გაიაროს საბაზისო 30-წუთიანი ტესტი სპეციალურად მომზადებულ დაფებსა და დონეებზე, რათა შეფასდეს გეიმერის უნარები. ტესტირების ბოლოს Playmaster-ი მონაწილეს ვიზუალურად წარუდგენს შედეგს სხვა გეიმერებისა და პროფესიონალი კიბერსპორტსმენების მონაცემებთან შედარებით. ამის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი შეადგენს გეიმერისთვის წვრთნის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც ამოქაჩავს მის სუსტ უნარებს და გააუმჯობესებს ძლიერ მხარეს. ხელმისაწვდომ ფოტოებზე ვხედავთ, რომ Counter-Strike: Global Offensive-ის შემთხვევაში სისტემა Playmaster გეიმერებს 8 პარამეტრის მიხედვით აფასებს, რომელთა შორისაა სროლა, რეაქციის სიჩქარე, გადაადგილება, ხელით სროლა და ა.შ. Logitech G-ს განცხადებით, Playmaster-ის პერსონალურ წვრთნებს შეუძლია გააუმჯობესოს ნებისმიერი დონის გეიმერის უნარები და ეს უკვე დამტკიცებულია. ამჟამად პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, სამომავლოდ Playmaster-ს დაემატება სხვა თამაშებიც. მოახდენს თუ არა Logitech თავისი პროგრამის მონეტიზებას, ამას დრო გვიჩვენებს. https://bit.ly/3jU8R3K Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.