Jump to content

დარქნეტში გავრცელდა კრიპტოტრეიდერების პირადი მონაცემები


Recommended Posts

image.png

CryptoTrader.Tax -  ციფრულ აქტივებში საგადასახადო დეკლარაციების მიწოდებისთვის განკუთვნილი პლატფორმა უცნობმა ჰაკერმა გატეხა. 

შედეგად გატაცებულ იქნა აასზე მეტი კრიპტოტრეიდერის პირადი მონაცემები. ჰაკერმა შეძლო წვდომის მიება პლატფორმის მხარდაჭერის ცენტრის თანამშრომლის ექაუნზე და გახსნა 1082 მომხმარებლის ინფორმაცია, მათ შორის მათი სახელები, ელექტრონული მისამართები, საგადახდო სისტემის პროფილები და კრიპტოსავალუტო ოპერაციების ფინანსური ინფორმაცია. 

ამჯამად ჰაკერი ცდილობს ეს ინფორმაცია დარქნეტ-ფორუმზე გაყიდოს. 

CryptoTrader.Tax იმარება Coin Ledger Inc.-ის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ ვალუტაში გადასახადის ანგარიშგების ავტომატურ მომსახურებას 36 კრიპტო ბირჟაზე მონაცემების აკუმულირებით. სერვისმა პოპულარობა მოიპოვა შიდა შემოსავლების სამსახურის (IRS) გააქტიურების შედეგად. 

პლატფორმის თანადამფუძნებელმა დევიდ კემერერმა დაადასტურა დაჰაკვის ფაქტი და აღნიშნა, რომ მონაცემები მოპარულ იქნა 7 აპრილს, თუმცა პლატფორმას არ მოუხდენია ფაქტის ოფიციალური აფიშირება. მომხმარებელთა მხარდაჭერის ანგარიშზე წვდომის მიღების  შემდეგ ჰაკერმა ატვირთა ფაილი ინფორმაციის 13,000 ხაზით. 

მოპარულ ფაილებში აგრეთვე შედის მარკეტინგული შეტყობინებები, რეფერალების ნომრები და საკომისიო შემოსავლები. 

კემერერმა აღნიშნა, რომ გამოძიების მსვლელობისას პლატფორმის უსაფრთხოების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ პლატფორმის არც ერთი მომხმარებლის ექაუნთის პაროლი არ იყო გატეხილი. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ყველა დაზარალებულმა მომხმარებელმა მიიღო ინფორმაცია შემხვევის შესახებ და მათ მოეხოვათ ზომების მიება ექაუნთის უსაფრხოების დონის ამაღლების შესახებ, ასევე პაროლების შეცვლა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.