Jump to content

Ripple-ს თანადამფუძნებელი: აშშ აგებს ჩინეთთან ტექნოლოგიური ომის ფინანსურ ბრძოლას


Recommended Posts

image.jpeg

Ripple-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე კრის ლარსენი თვლის, რომ აშშ აგებს ჩინეთთან გლობალური ფინანსური სისტემისთვის ბრძოლას, რომლის მიზანია მასში დოლარი ჩაანაცვლოს ციფრული იუანით.  

ლარსენმა განაცხადა, რომ ამჟამად დოლარი მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 88%-ზე მოდის და აშშ მართავს გლობალურ ფინანსურ ინფრასტრუქტურას, თუმცა მისი დიდი ნაწილი დამყარებულია გასული საუკუნის მოძველებულ ტექნოლოგიებზე. 

ახლოვდება მისი ფუნდამენტალური ცვლილებები, რომლებიც ემყარება ციფრულ საფულეებს, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიასა და კრიპტოვალუტებს - დარწმუნებულია ლარსენი. 

ჩინეთისთვის ეს გახლავთ იშვიათი შესაძლებლობა - თავი დააღწიოს გლობალურ ფინანსურ სისტემაზე ამერიკულ ხელმძღვანელობას. მისი საბოლოო მიზანია დოლარის ჩანაცვლება ციფრული იუანით“ -აღნიშნა მან. 

ჩინეთმა ამ მიმართულებით მთელი რიგი სტრატეგიული ნაბიჯები გადადგა. ქვეყანამ მიაღწია ციფრული გადახდების ფართოდ გავრცელებას ტექნოლოგიური გიგანტების - Alipay-სა და  WeChat-ის მეშვეობით და იმყოფება ციფრული იუანის გამოშვების ზღვარზე. 

Ripple-ის თანადამფუძნებლის აზრით, ჩინური ხელისუფლება ასევე ახდენს უზარმაზარი მოცულობის ელექტროენერგიის სუბსიდირებას მაინინგისთვის, რომლის არანაკლებ 65 % კონცენტრირებულია ქვეყანაში. შედეგად ხელისუფლებას ეძლევა საშუალება - აკონტროლოს ბლოკჩეინ-პროტოკოლები, დაბლოკოს ან გააუქმოს ტრანზაქციები - თვლის ლარსენი. 

აშშ აგებს ამ ბრძოლას - მიიჩნევს იგი. ციფრული დოლარის გამოშვების რეალური ინიციატივები ჯერ კიდევ არ არსებობს, რეგულირება კი ადგილობრივ ბლოკჩეინ-კომპანიებს კონკურენტებთან მიმართებაში აყენებს არამომგებიან პოზიციაში. 

ლარსენმა გაიხსენა, რომ მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებით შეერთებულმა შტატებმა მოიგო ინტერნეტ-რევოლუცია. იგივე უნდა გაკეთდეს ფინანსური ტექნოლოგიისა და ბლოკჩეინის მხრივ - აღნიშნა მან. 

მისი აზრით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა განიხილოს სილიკონის ველი, როგორც მომავლის ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრი და მასი მოათავსონ გარკვეული ფედერალური მარეგულირებელი ორგანოები. 

ამგვარი ნაბიჯები გაათანაბრებს „ჩინეთთან თამაშის წესებს“ - დარწმუნებულია ლარსენი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.