Magdalena Posted August 19, 2020 Share Posted August 19, 2020 ბოლო თვეების განმავლობაში რაჯა კოდური საზოგადოებას უზიარებს ცნობებს ახალ არქიტექტურასა და Intel GPU Xe Graphics სერიის შესახებ. Xe სერიაში წარმოდგენილი იქნება Xe LP Graphics ბრენდის გრაფიკული პროდუქტები, დაწყებული საბაზისო დონის ნაკლებად მძლავრი ინტეგრირებული პროცესორებიდან - დამთავრებული მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი მრავალჩიპიანი გადაწყვეტილებებით. გასულ კვირაში განიხილებოდა გრაფიკა Intel Xe HP, რომელიც წარმოდგენილი იქნება სამ ვარიანტად. საბაზისო მოდელს ექნება ერთი დაფა 512 EU-ითა (Execution Units) და ორი HMB2 მეხსიერებით. Intel-ს არ დაუზუსტებია ზუსტი მახასიათებლები, თუმცა წარმოადგინა გამოთვლითი დატვირთვის წარმადობის მასშტაბირება 1T, 2T და 4T ვარიანტებში: მუშაობის განაწილება SLI და CrossFire ტექნოლოგიების მქონე გრაფიკულ პროცესორებში გაცილებით რთულია, დამატებითი გრაფიკული პროცესორის მასშტაბირება კი, როგორც წესი, გეიმერებს ანიჭებს საუკეთესო შემთხვევაში 50-80%-ით მეტ დამატებით წარმადობას. "Hot Chips" პრეზენტაციის დროს რაჯა კოდურიმ წარადგინა GPU Intel Xe HP „Petaflops Scale“, რომელიც რეალურად ბევრად დიდია ნებისმიერ სხვა ჩიპთან შედარებით. ამჟამად Intel ამზადებს Xe HP Ponte Vecchio-ს, რომელიც დამზადებული უნდა იყოს Intel-ის 7-ნანომეტრიანი ლითოგრაფიით, მისი გამოყენება იგეგმება ახალ სუპერკომპიუტერ Aurora-ში. Intel-ს საკუთარ ლაბორატორიაში გააჩნია 1-ელემენტიანი, 2-ელემენტიანი და 4-ელემენტიანი Xe HP კრისტალები. წარმოდგენილ 4-ელემენტიან Intel Xe HP-ს შეუძლია შეასრულოს დაახლოებით 42 TFLOPS გამოთვლა. თუმცა, რაჯა კოდურიმ განაცხადა, რომ ეს არ არის მაქსიმალური წარმადობა და Xe HP-ს შეუძლია მიაღწიოს "petaflops scale computing"-ს ან 1000 TFLOPS-ზე მეტ წარმადობას. https://bit.ly/3h8jwXB 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.