Jump to content

აშშ-ის ფედერალური რეზერვების წარმომადგენლები საუბრობენ ციფრული დოლარის გამოშვების შესახებ კვლევებზე


Recommended Posts

image.jpeg

აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემა ჰიპოთეტური ციფრული დოლარის გამოშვების ექსპერიმენტებს ატარებს კვლევითი მიზნებისთვის, წერს Bloomberg. 

ფედერალური სასამართლოს მმართველთა საბჭოს წევრის, ლაელ ბრეინარდის განცხადებით, საუბარი არ ეხება ციფრუი ვალუტის გამოშვებისთვის მზადებას, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. 

ფედერალური რეზერვების სისტემის შიდა კვლევის გარდა ბოსტონის ფედერალური სარეზერვოო ბანკი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) ერთობლივად მუშაობენ „ჰიპოთეტური ციფრული ვალუტის შექმნასა და ტესტირებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ცენტრალური ბანკის მიერ გამოყენებაზე“. 

შემუშავების შედეგები გამოქვეყნება პროგრამული უზრუნველყოფის სახით ღია კოდით და საჯარო იქნება ექსპერიმენტირებისთვის - აღნიშნა ბრეინარდმა. 

პროექტს ხელმძღვანელობს აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი  James Kunia, რომელმაც განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე სარეზერვო ბანკისა და MIT-ის სპეციალისტებს მოუწევთ შექმნან „მექანიზმი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც CBDC-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“ აშშ-ის ზომის ქვეყნისთვის. მან დაამატა, რომ არსებობს უამრავი პრობლემა: ტრანზაქციების უზარმაზარი რიცხვიდან დაწყებული - უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვით დამავრებული. 

ბრეინარდმა განაცხადა, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა სწავლობს „ციფრული ვალუტის გამოყენების შედეგებს საგადახდო ეკოსისტემაზე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, საბანკო და საფინანსო ოპერაციებსა და მომხარებლების უფლებების დაცვაზე“. ამაზე მუშაობს აპლიკაციების შემქმნელი დეველოპერების გუნდი სარეზერვო ბანკიდან და მმართველთა საბჭოს პოლიტიკური განყოფილება. 

მთელი გატარებული კვლევითი საქმიანობის მიუხედავად, ფედერალური რეზერვების სისტემას არ მიუღია გადაწყვეტილება დაიწყოს თუ არა პოლიტიკური პროცესის ინიცირება ციფრული ვალუტის შესაძლო გამოშვებისთვის - აღნიშნა ბრეინარდმა. 

შეგახსენებთ, იმის შესახებ, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა შეისწავლიდა საკუარი ციფრული ვალუტის გამოშვების ესაძლებლობებს, მან განაცხადა თებერვალში, ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ ანალოგიური პროექტის წამოყენების ფონზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.