Magdalena Posted August 13, 2020 Share Posted August 13, 2020 ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერების სერია, რომლებშიც ნათქვამია, რომ პარასკევს, 14 აგვისტოს შედგება პორტატულ კომპიუტერ Redmi G-ს დებიუტი, რომელიც დაპროექტებულია გეიმინგის მოყვარულებისთვის. ფოტოზე მოცემულია ლეპტოპი შავი კორპუსით, რომელის ეკრანსაც წვრილი ჩარჩოები აქვს გვერდებსა და ზედა ნაწილში. ინტერნეტ-წყაროები გვატყობინებენ, რომ მოწყობილობას ექნება დაახლოებით 15-დუიმიანი დისპლეი. ლეპტოპს საფუძვლად დაედება Intel Comet Lake აპარატული პლატფორმა. კერძოდ, შესაძლოა გამოყენებულ იქნას პროცესორი Core i5-10300H ოთხი ბირთვით და 2.5-4.5 გჰც ტაქტის სიხშირით. რეალიზებულია მრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ჩიპის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD. ცნობილია, რომ ლეპტოპ Redmi G-ს ექნება გაგრილების ეფექტური სისტემა, სრული ზომის კლავიატურა ციფრული ბლოკით და მოზრდილი თაჩპედი. მოწყობილობის დანარჩენი მახასიათებლები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. თიზერის თანახმად, კორპუსის მარჯვენა მხარეს განთავსებულია USB Type-A პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. https://bit.ly/3kM3rJo Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.