Magdalena Posted August 12, 2020 Share Posted August 12, 2020 Ampere თაობის ვიდეო დაფების შესახებ სიახლეები რეგულარულად ხდება ცნობილი, ამჟამად კი ოფიციალური არხებით ვრცელდება, რომ კომპანიამ გამოაცხადა უკუათვლა მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე. წყარო: Twitter, NVIDIA GeForce NVIDIA GeForce-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ანიმაცია, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს სამყაროს შექმნას დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, მის ზემოთ კი განთავსდა ბანერი უკუათვლით: „21 დღე და 21 წელი“. თუკი კომპანიის ისტორიას გავიხსენებთ, 21 წლის წინ მან წარადგინა ვიდეო დაფა GeForce 256. ეს მოხდა 1999 წლის 31 აგვისტოს, ასე რომ ბანერზე არსებული შეტყობინება შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. შესაძლოა, კომპანიას სურს GeForce 256 დაფის ანონსის 21-წლიანი იუბილე რაიმე ახალი პროდუქტის დებიუტს მიუძღვნას. როგორც ბოლო წლებისთვისაა დამახასიათებელი, სოციალურ ქსელებში დაიწყება მასშტაბური კამპანია, რომელიც მომავალი მოვლენისადმი ინტერესს გააღვივებს. არ არის გამორიცხული, რომ 31 აგვისტოსთვის ჩანიშნული იყოს ანონსების მხოლოდ პირველი სერია, თავად ვიდეო დაფები და მათი მიმოხილვა კი მოგვიანებით გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, უკვე არსებობს ოფიციალური ცნობები, რომლებიც მალე NVIDIA-ს ახალი ვიდეო-დაფების სერიის გამოსვლის იმედს იძლევა. https://bit.ly/2PDshwG 1 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.