Magdalena Posted August 6, 2020 Share Posted August 6, 2020 აშშ-ის მხრიდან ტექნოლოგიური ემბარგოს საპასუხოდ კომპანია Huawei-მ აამოქმედა „გეგმა ბ“, რომელიც წინასწარ ჰქონდა შემუშავებული. რესურს chinastarmarket.cn-ის ინფორმაციით, ეს გეგმა მოიცავს პროექტ Nanniwan-ს, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს აღარ გამოიყენოს ამერიკული ტექნოლოგიები. პროექტის სახელწოდება უკავშირდება ნანივანის ხეობას, რომელიც მდებარეობს იანიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 90 კილომეტრში (შენსის პროვინცია). 1941 წელს იაპონიის საიმპერატორო არმიისა და გომინდანის ეკონომიკური ბლოკადის საპასუხოდ, კომუნისტებმა დაიწყეს სოფლის მეურნეობის ექსპერიმენტირება თვითუზრუნველყოფისთვის. მე-8 არმიის 359-ე ბრიგადა გაგზავნილ იქნა ნანივანში პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. 1943 წელს შესრულებული ნამუშევარი წარმატებულად გამოცხადდა და ამ მოვლენაზე He Jingzhi-მ დაწერა სიმღერა, რომელიც ტრადიციულ ხალხურ მელოდიად იქცა. შესაბამისად, Huawei ამ სახელწოდებით ცდილობს იმ იდეის გადმოცემას, რომ კომპანია რთულ დროში აპირებს ფსონი დადოს თვითკმარობაზე. შედეგად, ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა ლეპტოპები, სმარტ ტელევიზორები, სახლის ელექტრონიკა - უნდა გახდეს აშშ-ის გავლენისგან სრულიად დამოუკიდებელი. Huawei-ს ქვეგანყოფილება, რომელიც სამომხმარებლო პროდუქტების შემუშავებითაა დაკავებული, უპირველეს ყოვლისა ძალისხმევას მიმართავს ლეპტოპებისა და სმარტ ტელევიზორების ამერიკული კომპონენტების გარეშე წარმოებისკენ. ცნობილია, რომ 17 აგვისტოს საზაფხულო ღონისძიებაზე Huawei წარადგენს პირველ ლეპტოპსა და სხვა პროდუქტებს, რომლებშიც არ იქნება მოცემული ამერიკული კომპონენტები. Huawei-ს ახალი სუვერენული ლეპტოპის პროცესორის მწარმოებელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა წყაროები ამტკიცებენ, რომ ამ მოწყობილობას არ ექნება ისეთი კომპონენტები, რომლებშიც რაიმე ამერიკული ტექნოლოგია გამოიყენება. შესაძლოა, საუბარი ეხება ARM პროცესორს, რომელიც დამზადებული იქნება ჩინური SMIC-ის მიერ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ამგვარი პროდუქტების პირველი ნიმუშები ჩინეთის ფარგლებს გარეთ დიდი ალბათობით არავის დააინტერესებს, თუმცა საინტერესოა, საბოლოო ჯამში რას შემოგვთავაზებს Huawei. https://bit.ly/33zc0ki Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.