Jump to content

დონალდ ტრამპმა Microsoft-ს 45 დღის ვადა მისცა TikTok-ის დაუფლებისთვის


Recommended Posts

Microsoft-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაინტერესებულია TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შეძენით. აშშ-ის პრეზიდენტი Microsoft-ს დათანხმდა - აწარმოოს მოლაპარაკებები TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით, თუკი გარიგება მიიღწევა 45 დღის განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა სააგენტო Reuters-მა სამ ინფორმატორზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ხსენებული გარიგების წარმატების შედეგად Microsoft მიიღებს TikTok-ის 100 მილიონ მომხმარებელს შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან და გახდება ისეთი გიგანტი სოციალური ქსელების კონკურენტი, როგორებიცაა Facebook და Snap. შეგახსენებთ, Microsoft ფლობს პროფესიონალურ სოციალურ ქსელ LinkedIn-ს. 

ტრამპმა გასული კვირის დასასრულს უარი თქვა Microsoft-ის მიერ TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შთანთქმის იდეაზე, თუმცა კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ Satya Nadella-სთან საუბრის შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა და ნება დართო დაიწყოს მოლაპარაკებები ByteDance-თან იმ პირობით, თუკი შეთანხმება მღწეულ იქნება 15 სექტემბრამდე. წყაროების ინფორმაციით, ეს არის უკიდურესი ვადა, რომელიც ByteDance-სა და  Microsoft-ს დაუწესდა აშშ-ის საგარეო ინვესტიციების კომიტეტის მიერ: ეს ორგანო გულმოდგინედ განიხილავს გარიგებებს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის მატარებელი შეიძლება იყოს. 

ერთ-ერთი ინფორმატორის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა რამდენიმე მრჩევლისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის გავლენის შედეგად. TikTok-ის აკრძალვა გამოიწვევდა მომხმარებლების უკმაყოფილებას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ და, დიდი ალბათობით, განაპირობებდა უფლებრივი პრობლემების ტალღას. ბოლო დღეებში რამდენიმე რესპუბლიკელი დეპუტატი გამოვიდა განცხადებებით, სადაც ტრამპ მოუწოდებდნენ მხარი დაეჭირა TikTok-ის შეძენისთვის.  

ByteDance-სა და Microsoft-ს შორის მოლაპარაკებებს დააკვირდება CFIUS, რომელსაც უფლება აქვს დაბლოკოს ნებისმიერი შეთანხმება. Microsoft-მა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის გარიგების წარმატებით შესრულებაში. კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც TikTok ნახსენები არ არის, ჩინურმა კომპანია ByteDance-მა განაცხადა, რომ არმოუდგენელი სირთულეების წინაშე დგას. 

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

Reuters: ByteDance ტიკტოკის ამერიკულ სეგმენტს Oracle მიყიდისო https://tass.ru/ekonomika/9446125 ამუ მიკროსოფტი არაო, oracle ეგ ჯავას რომ უშვებს ეგ კომპანიაა 

 

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...