Magdalena Posted July 30, 2020 Posted July 30, 2020 Bitcoin-ის აღმასვლის ფონზე ფიუჩერსების ღია პოზიციების რიცხვმა ჩიკაგოს რეგულირებად ბირჟაზე 724 მლნ აშშ დოლარიან მაჩვენებელს მიაღწია. ანალიტიკურ სერვის Skew-ის მონაცემების თანახმად, მაჩვენებლის ზედა მიმართულებით ნახტომი მოხდა ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე: ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობამ 1.3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ დრომდე საშუალო მაჩვენებელი 300 მლნ აშშ დოლარს ოდნავ ქვემოთ იყო. Arcane Research-ის ანალიტიკოსების დაკვირვებით ღია ინტერესის (OI) წინა მაქსიმუმი - 532 მლნ აშშ დოლარი ბირჟაზე დაფიქსირდა მიმდინარე წლის მაისში. ჯამურმა OI-მ პოპულარულ დერივატივულ ბირჟებზე გადააჭარბა 5 მლრდ აშშ დოლარს და მიაღწია თებერვლის მაქსიმუმს. წყაროები: Arcane Research, skew. ღია ინტერესმა ბირჟა BitMEX-ზე 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, გარკვეული დროის განმავლობაში ბირჟა კვლავ ლიდერებში მოხვდა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობის ყველაზე დიდი მოცულობა ფიქსირდებოდა Huobi-ზე, ღია ინტერესების მხრივ კი მოწინავეა OKEx. „ღია ინტერესის მკვეთრი ზრდა ან ღია პოზიციების ფასის მატება დერივატიულ კონტრაქტებში მოწმობს იმას, რომ ბაზარზე შედის მეტი ფული, ტრეიდერები კი ელიან Bitcoin-ის არასტაბილურობის მატებას უახლოეს მომავალში“ - განმარტავენ The Block-ის ანალიტიკოსები. პოპულარულ ფიუჩერსულ ბირჟებზე ვაჭრობის საერთო მოცულობამ მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირებულ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კრიპტოვალუტების „შიშისა და სიხარბის ინდექსი“ მიუთითებს ბაზრის გადახურებაზე: Arcane Research-ის დაკვირვებით, ბოლო ჯერზე ინდექსი მსგავს მაღალ მაჩვენებელზე იმყოფებოდა 2019 წლის ივლისში. https://bit.ly/3jL7XaB Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.