Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ბოლო საიხლეების თანახმად, Intel-მა მიაღწია TSMC-თან შეთანხმებას მომდევნო წელს 180 ათასი 6-ნანომეტრიანი ჩიპის წარმოების შესახებ. Intel-ის წარმოების შეფერხების გამო მომდევო წელს AMD გააფართოვებს პროცესორებისა და გრაფიკული ჩიპების მიწოდების მასშტაბებს და გააგრძელებს დესკტოპ კომპიუტერების, ლეპტოპებისა და სერვერების ბაზრის წილის დაკავებას. AMD-მ გაზარდა TSMC-ისთვის შეკვეთილი 7-ნმ და 7-ნმ+ ჩიპების რაოდენობა 200 აას ერთეულამდე. მომდევნო წელს კომპანია გახდება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი პროდუქციის უმსხვილესი დამკვეთი. თავის მხრივ, Intel-ისა და AMD-ისგან მიღებული შეკვეთების წყალობით TSMC-ის საწარმოო სიმძლავრე სრულიად დატვირთული იქნება 2021 წლის პირველ ნახევარში. 

2021 წელს Intel გამოიყენებს TSMC-ის 6-ნანომეტრიან წარმოებას დიდ მასშტაბებში და გააგრძელებს 2022 წელს მაღალი წარმადობის 3-ნანომეტრიანი პროდუქტების გამოყენებას. გრაფიკული ჩიპების წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მათი წარმოება უფრო ადვილია, ვიდრე პროცესორებისა,  TSMC-ს კი საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. 

პირველი დესკტოპ დისკრეტული ვიდეო დაფა Intel Xe DG1-ის წარდგენა უნდა მოხდეს 14 აგვისტოს. არსებული ცნობებით, იგი წარმოებული იქნება Intel-ის საკუთარი 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ვიდეო დაფას აქვს 96 გამომთვლელი ბლოკი, მოიცავს 768 ბირთვს, რომელთა საბაზისო სიხშირეა 1 გჰც და შესაძლებელია 1.5 გჰც-მდე აჩქარება. ვიდეომეხსიერების მოცულობა შეადგენს 3 გბ-ს, TPD-ის დონე კი - მხოლოდ 25 ვატს. მაღალი წარმადობის დესკტოპ ვიდეო დაფა Intel Xe DG2-ში დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება TSMC-ის 6-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და არა 7-ნანომეტრიანი, როგორც ამ დრომდე მიიჩნეოდა. 

 

Posted

არ დაიჯერება მაგ ისტოჩნიკის, იგივე ჩინური ისტოჩნიკია რომელიც ამტკიცებდა რომ Zen 3 5 ნანომეტრზე იქნებაო, zen 2 5GHZ დარაზგონდებაო და ბოლოს ზენ3 შემდეგი წლისთვის გადაიდოო, ჯერ არცერთი ეგეთი ინფო არ ამხდარა, შეიძლება არც ეგ იყოს რეალური

Posted

ბარემ 1 ნმ ზე შეუთანხმდნენ...დარჩებათ ფარატინა ქაღალდად მაინც დიდი ხანი

  • Haha 2

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.