Magdalena Posted July 29, 2020 Share Posted July 29, 2020 კომპანია Qualcomm-მა წარადგინა სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია Quick Charge 5 (QC5), რომელიც განკუთვნილია Snapdragon 865-ზე, Snapdragon 865 Plus-სა და მომდევნო თაობის პროცესორებზე მომუშავე ფლაგმანური მობილური მოწყობილობებისთვის, რომელთაც დიდი მოცულობის ბატარეა გააჩნიათ. კომპანიის განცხადებით, QC5 ათჯერ სწრაფია ორიგინალ Quick Charge 1 დამუხტვასთან შედარებით, რომელიც გამოვიდა 2013 წელს, და ოთხჯერ სწრაფია, ვიდრე Quick Charge 4, რომელიც ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. Quick Charge 5 ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას 100 ვატზე მეტი სიმძლავრის დამტენი მოწყობილობები. კომპანია Qualcomm-ის დამტენი მოწყობილობების განყოფილების ხელმძღვანელ Josh Warner-ის თქმით ახალი სტანდარტი Quick Charge 5 არის „დამუხტვის ყველაზე სწრაფი კომერციული სტანდარტი“. ახალი ტექნოლოგიის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია მისი შესაძლებლობა - 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 50%-მდე დამუხტოს სულ რაღაც 5 წუთში. ამასთან, ხსენებული სტანდარტის მქონე მოწყობილობის 100%-ით დამუხტვა შესაძლებელია მხოლოდ 15 წუთში. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგია გვთავაზობს ეფექტურობის გაზრდილ დონეს (70 %-ით მეტი, ვიდრე Quick Charge 4-ის შემთხვევაში), რაც აისახება დამუხტვის დროს ბატარეის 10 °C-ით ნაკლებად გაცხელებაში. Quick Charge 5-ისთვის Qualcomm-მა წარადგინა 17 სხვადასხვა დამცავი ტექნოლოგია, მათ შორისაა დაცვა გადატვირთვისა და გადახურებისგან. Quick Charge 5 ტექნოლოგიის მაქსიმალურად ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად კომპანია მობილური მოწყობილობების მწარმოებლებს სთავაზობს თავიანთ გაჯეტებში ორმაგი ბატარეის გამოყენებას. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს მაქსიმალურად სწრაფ დამუხტვას და თანაც შემცირდება გადახურების დონე დამუხტვის პროცესში. Qualcomm აგრეთვე საუბრობს ტექნოლოგია Qualcomm Battery Saver-ის შესახებ, რომელიც განკუთვნილია სწრაფი დამუხტვისას ბატარეის დეგრადაციის მინიმიზაციისთვის. ამავე დროს მობილური მოწყობილობების კუთვნილი ანალოგიური ტექნოლოგიის (მაგალითად, Battery Care – Sony-სგან) გამოყენებაც არ იქნება ზედმეტი. Quick Charge 5 ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე პირველი დამტენი მოწყობილობების გამოსვლა მოსალოდნელია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. მსგავსი პროდუქტების რეალიზაციისთვის Qualcomm-მა აგრეთვე წარადგინა კვების მართვის ახალი კონტროლერები SMB1396 და SMB1398. მათ ბაზაზე შესაძლებელია შეიქმნას როგორც სადენიანი, ისე უსადენო დამტენები 98 %-ზე მეტი ეფექტურობით. https://bit.ly/2P2MGLq Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.