Magdalena Posted July 27, 2020 Share Posted July 27, 2020 უკვე მრავალი წელია ყველა ახალი თაობის კონსოლთან დაკავშირებით დიდი კონკურენციაა Sony-სა (PlayStation) და Microsoft-ს (Xbox) შორის. ბევრი მომხმარებელი დღემდე ვერ გაერკვა რომელი მხარე აირჩიოს, Google-ის მეშვეობით კი მარტივადაა შესაძლებელი პასუხის გაცემა კითხვაზე: რომელი კომპანია გაიმარჯვებს მომდევნო თაობის ბრძოლაში და მიიღებს უკეთეს შემოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლების ტექნიკური მახასიათებლები განსხვავებულია, ისინი მოკლე დროში გახდნენ ინტერნეტში ერთ-ერთი ხშირად განხილვადი თემა და მათ შესახებ საუბარი ამჟამადაც არ წყდება. პოპულარულ ინსტრუმენტ Google Trends-ის გამოყენებით, რომელიც განკუთვნილია საძიებო მოთხოვნების მონიტორინგისთვის, ენთუზიასტებმა გაარკვიეს, რომ ამჟამად აშკარა უპირატესობა Sony PlayStation 5-ის მხარესაა. ხსენებულ კონსოლს მომხმარელები ინტერნეტში ეძებენ თითქმის ათჯერ ხშირად, ვიდრე Microsoft Xbox Series X-ს, რაც Sony-ს უპირატესობაზე მეტყველებს. გარდა იმისა, რომ PS5-თან დაკავშირებული საძიებო მოთხოვნა გაცილებით მეტი იყო, მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ნაწილში გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებლები მას ინტერნეტში უფრო ხშირად რამდენჯერმე ეძებდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ერთი თვის წინ ჩატარდა პირდაპირი ტრანსლაცია, რომლის დროსაც წარადგინეს კონსოლის დიზაინი, მის შესახებ საძიებო მოთხოვნები მაინც გაცილებით დიდი მასშტაბისაა. გასათვალისწინებელია, რომ Google Trends-ის მონაცემები არ აისახება გაყიდვების მოცულობაზე, რადგანაც Microsoft-ის ახალი თაობის კონსოლი წინასწარი მონაცემების თანახმად უფრო მძლავრი მაკომპლექტებლებით იქნება წარმოდგენილი. https://bit.ly/3f3CwEP Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.