Jump to content

სასამართლომ Tesla-ს აუკრძალა გერმანიაში ტერმინ „ავტოპილოტის“ რეკლამაში გამოყენება


Recommended Posts

მარეგულირებელი ორგანოები პერიოდულად გამოხატავენ პრეტენზიებს კომპანია Tesla-ს მიმართ, რომელიც მძღოლის აქტიური დამხმარე სისტემების კომპლექსს მოიხსენიებს ტერმინით „Autopilot“. მიმდინარე კვირაში ამჯერად გერმანიის სასამართლო ინსტანციებმა მიიჩნიეს ამგვარი ტერმინი მომხმარებლებისთვის დამაბნევლად. მანქანათმშენებელ კომპანიას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. 

image.jpeg 

მიუნხენის სასამართლომ მხარი დაუჭირა გერმანიის ერთ-ერთი საწარმოო ასოციაციის საჩივარს, რომელმაც Tesla დაადანაშაულა ისეთი სარეკლამო განაცხადის გაკეთებაში, რომელიც ელექტრომობილების მყიდველებს აბნევს. Tesla-ს ფრაზები რეკლამიდან, რომლებიც კრიტიკის ქვეშ მოხვდა, ჟღერდა, როგორც „ავტონომიური მართვის სრული შესაძლებლობები“ და „ირთვება ავტოპილოტი“. გერმანიის სასამართლო ორგანო ამტკიცებს, რომ საშუალოსტატისტიკურმა მყიდველმა ამ რეკლამის ნახვის შემდეგ შესაძლოა ჩათვალოს, რომ Tesla-ს ელექტრომობილებს უკვე შეუძლია საზოგადოებრივი მოხმარების გზებზე მძღოლის ჩარევის გარეშე გადაადგილება. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ გერმანიის კანონები ჯერჯერობით არ იძლევა საზოგადოებრივი მოხმარებს გზებზე ავტონომიური სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის უფლებას, Tesla-ს რეკლამა კი ხალხს საპირისპირო აზრს უყალიბებს. 

Tesla-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ მომხმარებლებს აფრთხილებს - ელექტრომობილების საბორტო სისტემაში არ არსებობს მძღოლის სრულიად ჩანაცვლების შესაძლებლობა. ის ფუნქციებიც კი, რომლებიც გზაჯვარედინების ნახევრადავტომატურ რეჟიმში გავლის საშუალებას იძლევა, საჭიროებს მძღოლის უკუკავშირს - მანქანა არ დაიწყებს მოძრაობას, სანამ საჭესთან მყოფი პირი არ შეასრულებს დამადასტურებელ მოქმედებას. ავტომატიკა არ იძლევა საჭეზე ხელის ხანგრძლივად მოშორების საშუალებას, ამგვარი ფუნქცია დაინერგა ბოროტად გამოყენების სკანდალების სერიის შემდეგ. მეორე მხრივ, კომპანიის დამფუძნებელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვერ ხედავს პრობლემებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ წლის ბოლოსთვის Tesla-ს ელექტრომობილების წარმოებაში ავტონომიის უმაღლესი დონის ძირითადი ფუნქციების შეტანას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.