Magdalena Posted July 7, 2020 Share Posted July 7, 2020 ფიუჩერსული ანგარიშები ტრეიდერებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია, იგი ხელს უწყობს მსხვილი მოთამაშეების განწყობის გამოკვლევას და ავსებს საბაზრო სიტუაციის ხედვას. ხელმისაწვდომია Bitcoin-ფიუჩერსების COT-ანგარიში (Commitments Of Traders) ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე 16-23 ივნისის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ანგარიში მოძველებულია, მისი მონაცემები ხელს უწყობს სრული ვითარების აღქმას. Asset Managers-ის განყოფილებაში დაგროვდა გრძელვადიანი კონტრაქტების მნიშვნელოვანი რაოდენობა (+236) მიუხედავად ივნისის დასაწყისში ფასის ვარდნისა. 297 მოკლევადიანი პოზიციის მფლობელები არ ჩქარობენ ახლების დამატებას. ეს ვითარება მეტყველებს ხარული განწყობის სასარგებლოდ ინსტიტუციონალურ მოთამაშეებში. სპეკულანტების სეგმენტში (Leveraged Funds) მოკლევადიანი კონტრაქტების მფლობელთა რიცხვი ორჯერ მეტია გრძელვადიანებთან შედარებით, short-პოზიციების მატებამ 521 კონტრაქტი შეადგინა. სპეკულანტები ძირითადად მიმართულნი არიან ფასის მოკლევადიან მოძრაობაზე, ამიტომ მეტად ხშირად შეიმჩნევა მკვეთრი ცვლილებები გრძელვადიანი და მოკლევადიანი პოციზიების უერთიერთმიმართებაში. Asset Managers-ის მიზნები განსხვავდება, ამიტომ მათში ხარული განწყობაა იმ დროს, როდესაც Leveraged Funds-ში - დათვური. Bitfinex-ზე დაფიქსირებულია დაღმავალი დინამიკა მარგინალური დაკრედიტების ფსონის მიხედვით. 1 ივნისიდან დაიწყო ფასის ვარდნა 9 ათას აშშ დოლარამდე, რაც ნეგატიურად აისახა ფსონებზე. ამჟამად დღიური ფსონი 0.02 %-ია (0.6 % თვეში). ეს ფაქტი მეტყველებს მარგინალური პოზიციების გახსნაზე არსებულ მოთხოვნებზე საცალო ტრეიდერების მხრიდან. როგორც ისტორია გვიჩვენებს, მოთხოვნა განაპირობებს Bitcoin-ის ზრდას. ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკზე მოცემულია ინდიკატორი BTCUSDSHORTS (მოკლევადიანი პოზიციები Bitfinex-ზე, წითელი ხაზი) და BTCUSDLONGS (გრძელვადიანი პოზიციები Bitfinex-ზე, მწვანე ხაზი). შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა ნულოვანია აღრიცხვის დაწყების პერიოდიდან (16-23 ივნისი). ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ Bitcoin-ი უკვე საკმაოდ დიდი ხანია სტაგნაციაში იმყოფება. ფასმა შესაძლოა ვერ გაარღვიოს 10 ათას აშშ დოლარიანი ნიშნული, თუმცა გამყიდველები ვერ შეძლებენ მის 8900 აშშ დოლარზე ქვემოთ გაყიდვას თვეზე მეტი დროის განმავლობაში. ფიუჩერსული ანალიზი კომპლექსური ანალიზის მხოლოდ ნაწილს შეადგენს, სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ამ ანალიზის საფუძველზე დაუშვებელია. Bitcoin-ის ბაზარი მეტად არასტაბილურია, არ უნდა დავივიწყოთ რისკ-მენეჯმენტის, hedge-ირებისა და დივერსიფიკაციის შესახებ. https://bit.ly/2ZEC7D9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.