Magdalena Posted July 1, 2020 Share Posted July 1, 2020 მას შემდეგ, რაც AMD-სა და B450 და X470 ლოგიკის ბაზაზე არსებული დედა დაფების მწარმოებლებს მოუწიათ ჩიპსეტებისთვის დაემატებინათ Ryzen 4000 პროცესორების მხარდაჭერა, გადაწყვიტეს აღარ გაემეორებინათ შეცდომა: როგორც ჩანს, B550 ჩიპსეტზე არსებულ ყველა დაფას ექნება AMD Ryzen სერიის ოთხივე თაობის ჩიპების მხარდაჭერა. როგორც რესურსი Hardware Times აცხადებს, B550 ლოგიკაზე დაფუძნებული დაფების ბევრმა მწარმოებელმა ისინი აღჭურვეს არა ერთი, არამედ BIOS მეხსიერების ორი მიკროსქემით - 32 მბ თითოეული. ამის წყალობით ამგვარ დაფებს ექნება ყველა Ryzen პროცესორის მხარდაჭერა პირველიდან დაწყებული (Summit Ridge – Zen არქიტექტურაზე) - დამთავრებული მეოთხეთი (Vermeer - Zen 3 არქიტექტურაზე), აგრეთვე მხარდაჭერილი იქნება G-სერიის ყველა ჰიბრიდული პროცესორი (Raven Ridge, Picasso და სამომავლო დესკტოპ Renoir). ამჟამად ცნობილია, რომ მხარდაჭერას მიიღებენ ASUS-ისა და ASRock-ის დედა დაფები. ამას მოწმობს ინტერნეტში გამოჩენილი ფოტოები. MSI-სა და Gigabyte-ის დაფების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის, თუმცა ეს კომპანიები არ ჩამორჩებიან კონკურენტებს და სავსებით სარწმუნოა, რომ ისინიც უზრუნველყოფენ Ryzen-ის მხარდაჭერას B550 ლოგიკის მქონე თავიანთ ყველა დაფაზე. AMD B550 ჩიპსეტმა ჩაანაცვლა ბიუჯეტური დედა დაფების სერია B450 ლოგიკით და მეტად პოპულარული გახდა მყიდველებს შორის. მართალია, ახალი დაფების ფასებში სრული გაურკვევლობაა, თუმცა მას დროთა განმავლობაში ბაზარი დააკორექტირებს. უახლოეს დროში AMD აგრეთვე აპირებს მეტად ბიუჯეტური A520 ჩიპსეტის გამოშვებას. მასაც ექნება Ryzen 4000 ჩიპებისა და დესკტოპ APU Renoir-ის მხარდაჭერა Socket AM4-ზე. თუმცა B550-ის ბაზაზე არსებული დაფებისგან განსხვავებით A520-მოდელებს არ ექნება PCIe 4.0-ისა და აჩქარების შესაძლებლობის მხარდაჭერა. B550-სა და უფროს ჩიპსეტ X570-ს შორის მთავარი განსხვავებაა ის, რომ ამ უკანასკნელს აქვს PCIe 4.0-ის ქარხნული მხარდაჭერა ყველა დონეზე, B550-ს კი - მხარდაჭერა მხოლოდ პროცესორის ხარჯზე. თავად ჩიპსეტი უზრუნველყოფს მხოლოდ PCI Express 3.0-ის მხარდაჭერას. https://bit.ly/2NEkSvR Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.