Jump to content
Magdalena

ყველაფერი გამარჯვებისთვის: Omron საწარმოო რობოტებს კორონავირუსთან საბძოლველად გამოიყენებს

Recommended Posts

კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუწყო საწარმოო პროცესების ავტომატიზაციას, რადგანაც  საჭირო გახდა უსაფრთხოების გამო პროცესიდან ადამიანების გამორიცხვა. მოკლე დროში შესაძლებელი გახდა რობოტების ადაპტირება სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაოდ ლოჯისტიკური ოპერაციებისთვის, იაპონურმა კომპანია Omron-მა რობოტებს ანდო შენობების დეზინფექცია.

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Omron 

კორონავირუსისგან ადამიანების დაცვის მხრივ უმნიშვნელოვანესია შენობების დეზინფექცია, მსგავსი მანიპულაციები კი მასში მონაწილეებს საფრთხეში აგდებს. როგორც Nikkei Asian Review აღნიშნავს, იაპონურმა კომპანია Omron-მა შეძლო მოკლე ვადაში რობოტების წარმოება, რომლებიც გამოდგება სადეზინფექციო საშუალებების გაფრქვევისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მეშვეობით ზედაპირების დამუშავებისთვის. 

საფუძვად აღებულ იქნა საწარმოო რობოტები, რომლებიც გამოიყენებოდა ქარხნებში ინსტრუმენტებისა და მაკომპლექტებლების გადაადგილებისთვის. სადეზინფექციო სამუშაოებზე სპეციალიზებული რობოტები აღიჭურვება Omron-ის პარტნიორების საწარმოებში, რომლებიც მსოფლიოს აზე მეტ ქვეყანაში განთავსებული. ერთი მზა მოწყობილობის ფასის დიაპაზონია 56 ათასიდან 74600 აშშ დოლარამდე. 

Omron-ის საბაზისო სტრანსპორტო რობოტებს შეუძლიათ სივრცის სკანირება ე.წ. ლიდარის - ოპტიკური სენსორის მეშვეობით, რომელშიც გამოიყენება ლაზერული გამოსხივება ობიექტების დაშორების განსაზღვრისთვის. ხდება სივრცის სამგანზომილებიანი რუკის ფორმირება, შედეგად რობოტები თავს არიდებენ ირგვლივ მყოფ საგნებსა და ადამიანებთან შეჯახებას, აგრეთვე გამოითვლება გადაადგილების ოპტიმალური ტრაექტორია. 

მართვის ერთ ცენტრს შესაძლებელია დაუკავშირდეს რამდენიმე რობოტი. ავტომატიზებულ დანადგარებს არ სჭირდება დამცავი კოსტუმები, სათვალე, ნიღბები და ხელთათმანები, თანაც მათ შეუძლიათ დღე და ღამე მუშაობა, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს შენობის დეზინფიცირების სიხშირე. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...