Jump to content
Magdalena

მოსაზრება: Bitcoin-ის წარმატება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკის კრახის პირობებში

Recommended Posts

image.jpeg

ინვესტორების მხრიდან, ცხადია, საჭიროა Bitcoin-ით თავიანი პორტფელების დივერსიციფირება, რადაგანაც იგი წარმოადგენს დაზღვევას ეკონომიკური რისკებისგან. თუმცა კრიპტოვალუტის მკვეთრი ზრდა დამანგრეველი იქნება მთლიანი გლობალური ეკონომიკისთვის, განაცხადა ვენჩურული კომპანია Social Capital-ის დაფუძნებელმა Chamath Palihapitiya-მ Unchained Podcast-თან ინტერვიუში.   

მისი აზრით, Bitcoin-ი ხალხს დაეხმარება, თუკი ხელისუფლება „გააგრძელებს ცუდი გადაწყვეტილებების მიღებას“. 

Palihapitiya-მ აღნიშნა, რომ ისეთი ატივების ღირებულება, როგორებიცაა აქციები, უძრავი ქონება ან საქონელი, მჭიდროდაა დაკავშირებული მოვლენებთან, რომლებიც ხდება ფინანსურ ბაზრებსა და საკანონმდებლო სტრუქტურებში. 

Bitcoin-ი - ერთადერთია, რომელიც არსებითად პრინციპულად არ არის დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებასა და ამ გადაწყვეტილებების მიმღებებზე“ - განაცხადა მან. 

კაპიტალისტი თვლის, რომ პირველი კრიპტოვალუტა შესაძლებელია შეფასდეს, როგორც „ფსონი მმართველი კლასის წინააღმდეგ“ და დაზღვევა, რომელიც „თითო ჩადებული დოლარიდან 1000 აშშ დოლარს ამოიღებს“. 

გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ მცირე დაზღვევას შეუძლია ზიანის ანაზღაურება. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ თქვენი პორტფელის 1 % უნდა იყოს ინვესტირებული Bitcoin-ში, დაივიწყოთ მის შესახებ და იმედი იქონიოთ, რომ ეს 1% ნულამდე ჩამოვა“ - განაცხადა Palihapitiya-მ. 

იგი დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ის წარმატება მიიღწევა მხოლოდ ფინანსური სისტემის სრული კრახის პირობებში და დამოკიდებული იქნება ხელისუფლების უამრავ გადაწყვეტილებაზე. 

კაპიტალისტმა განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტა მას გააცნო კომპანია Xapo-ს დამფუძნებელმა ვენსეს კასარესმა 2019 წელს, მისი პირველი ინვესტიცია კი იყო 1 მლნ BTC-ის შეძენა 2013 წელს, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი იყო დაახლოებით 80 აშშ დოლარი. 

ჩემი ოფისი გაგიჟდა, როდესაც Bitcoin-ის ფასი 20 აასი აშშ დოლარი გახდა. მე მათ ვუთხარი: „არაფერი მითხრათ, არაფრის ცოდნა არ მინდა“. უბრალოდ ეცადე, რომ ამ ციფრმა ფსიქოლოგიური გავლენა არ მოახდინოს თქვენზე“ -  განაცხადა მან. 

Palihapitiya Bitcoin-ს უწოდებს მსოფლიო ეკონომიკის დაცემისგან დაზღვევას. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...