Magdalena Posted June 27, 2020 Posted June 27, 2020 კომპანია Strategy Analytics-მა შეაჯამა baseband-პროცესორების მსოფლიო ბაზრის კვლევის შედეგები მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ჭრილში: ინდუსტრია იზრდება მიუხედავად პანდემიის და ეკონომიკური შეფერხებებისა. Baseband-პროცესორები - ეს არის ჩიპები, რომლებიც უზრუნველყოფს ქსელურ კავშირს მობილურ მოწყობილობებში. ამგვარი მიკროსქემები სმარტფონების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მაშ ასე, ცნობილია, რომ იანვარი-მარტის პერიოდში Baseband-პროცესორების ბაზარზე ფულადი თვალსაზრისით აღინიშნა 9 %-იანი ზრდა გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. ჯამში ბაზრის მოცულობამ მიაღწია 5.2 მლრდ აშშ დოლარს. უმსხვილესი მომწოდებელია Qualcomm – 42 %-იანი წილით. მეორე ადგილზეა კომპანია HiSilicon, რომელიც ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტ Huawei-ს ქვეგანყოფილებას წარმოადგენს - მისი წილი 20 %-ს შეადგენს. მესამე ადგილზე იმყოფება MediaTek – 14 %-იანი წილით. სხვა კომპანიები, რომელთა შორისაა Intel და Samsung LSI, ერთობლივად აკონტროლებენ ინდუსტრიის მეოთხედზე ნაკლებს - 24 %-ს. აღსანიშნავია, რომ ბაზრის დადებით დინამიკას უპირველს ყოვლისა უზრუნველყოფს 5G-პროდუქტები. ამგვარმა გადაწყვეტილებებმა შეადგინა baseband-პროცესორების მთლიანი გადაზიდვების თითქმის 10 % ერთეულში გამოხატვის მხრივ. ამასთან, ფულადი თვალსაზრისით 5G-ჩიპებმა დაიკავეს ბაზრის დაახლოებით 30%. ცხადია, სამომავლოდ სწორედ 5G მოახდენს გადამწყვეტ გავლენას ბაზრის ზრდის დინამიკაზე. https://bit.ly/3eBsz1Y Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.