Jump to content
Magdalena

Intel-მა წარადგინა Xe- გრაფიკული ჩიპების ნიმუშები

Recommended Posts

თებერვლის დასაწყისში Intel-მა წარადგინა სილიკონის ფირფიტა ახალი პროდუქტების კრისტალებით. რადგანაც იგი აღმჩნდა Raja Koduri-ს ხელში, რომელიც გრაფიკული პროდუქტების შექმნაზეა პასუხისმგებელი, პრესამ ახალი მოწყობილობა ერთსულოვნად მიაკუთვნა Intel Xe სერიას. ამჯერად კომპანიამ წარადგინა ახალი პროდუქტები სამუშაო პროტოტიპების შემადგენლობაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri 

შეგახსენებთ, რომ სწორედ რაჯა კოდური გახლავთ არქიტექტურის დონეზე Intel-ის სამომავლო გრაფიკული გადაწყვეტილებების უნიფიკაციის ერთ-ერთი ინსპირატორი. მისი ანაფიქრით, არა მხოლოდ მობილური პროცესორების ინტეგრირებულ გრაფიკასა და სამომხმარებლო დონის დისკრეტულ ვიდეო დაფებში, ასევე სუპერკომპიუტერების კომპონენტებშიც უნდა იქნას გამოყენებული ერთიანი არქიტექტურა Intel Xe, რომლის მასშტაბირება მოხდება სიქარისა და შესასრულებელი ამოცანების შესაბამისად. 

კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ ლაბორატორიაში საქმიანი ვიზიტის შემდეგ  რაჯა კოდურიმ Twitter-ზე გააზიარა სხვადასხვა ზომის მზა გრაფიკული პროცესორების ფოტოები. არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ მათში გამოყენებული იქნება მრავალკრისტალიანი სისტემა. დასაშვები ვარაუდი, რომ ზედა მარჯვენა კუთხეში (იხ.ფოტო ქვემოთ) განთავსდა ერთკრისტალიანი ვარიანტი, მარცხნივ - ორკრისტალიანი, ყველაზე დიდი ვარიანი კი მოცემულია ფოტოს ქვედა მხარეს და მოიცავს ოთხ კრისტალს ერთ ფართობზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri 

Intel მიგვანიშნებს რა სიმბოლოს ატარებს ეს გიგანტი. ამ პროცესორის „სახელია“ ATS-T4. პირველ სამ სიმბოლოში მოიაზრება „Arctic Sound“-ის შემოკლება. ადრეული ინფორმაციით ცნობილია, რომ ამ სერის პროდუქტების TDP-ის დონემ შესაძლოა მიაწიოს 500 ვატს, ამავე დროს გამოყენებული იქნება 48-ვოლტიანი კვება. მსგავსი მახასიათებლები მიუთითებს, რომ ეს პროცესორი სერვერული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. თავად რაჯა კოდური მხოლოდ ამძაფრებს ინტრიგას და საუბრობს ფოტოზე გამოსახული GPU-ის სიჩქარეზე, რომელიც პეტაფლოპსებით გაიზომება. Arctic Sound თაობას ექნება PCI Express 4.0 მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს მარტივად ინტეგრაციას Intel-ის მომავალ სერვერულ პლატფორმებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, Raja Koduri 

დიდი ალბათობით, წარმოდგენილი პროცესორების გამოშვება Intel-მა მოახერხა 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით. ყოველ შემთხვევაში, მას ნამდვილად მიეკუთვნება ნიმუში DG1, რომელიც დემონსტირებს რაჯა კოდურის ფოტოების ნაკრებში. უფროსი მოდელის მსგავსად, პროტოტიპში გაგრილებისთვის გამოყენებულია წყლის ბლოკი. სერიული პროდუქტების გაგრილების კუთხით ეს ინფორმაცია არაფერს ნიშნავს, რადგანაც ამამად არსებული გრაფიკული პროდუქტები ბაზარზე გამოსვლიდან ჯერ შორსაა. დისკრეტული გრაფიკა DG1 მიმდინარე წელს გამოჩნდება მხოლოდ ლეპტოპების შემადგენლობაში, სადაც იგი მიმაგრებული იქნება პირდაპირ დედა დაფაზე. 2021 წლის ბოლოს Intel გეგმავს წარადგინოს Ponte Vecchio  სერიის 7-ნანომეტრიანი ამაჩქარებლები, რომლებიც გამოყენებული იქნება რთული სივრცითი კომპლექტაცია Foveros  Lakefield-პროცესორების მსგავსად. ცხადია, Intel-ს შესაძლოა ჯერ არ ჰქონდეს ასეთი ამაჩქარებლების უშა ნიმუშები. 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...