Magdalena Posted June 25, 2020 Posted June 25, 2020 მსოფლიოს უძლიერესი სუპერკომპიუტერების ტოპ 500-ეულში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა - მეშვიდე პოზიციაზე განთავსდა სისტემა Selene, რომელსაც NVIDIA საკუთარი საჭიროებისამებრ იყენებს. იგი აწყობილია მაისში წარმოდგენილი DGX A100 მოდულებისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს Ampere თაობის რვა ამაჩქარებელსა და ორ AMD EPYC 7742 პროცესორს. NVIDIA განსაკუთრებით ამაყობს იმ ფაქტით, რომ ეს სუპერკომპიუტერი რამდენიმე თვეში ააწყო - მსგავსი მასშტაბის პროექტებისთვის, როგორც წესი, რამდენიმე წელია საჭირო. სუპერკომპიუტერის კვანძებს შორის კავშირს უზრუნველყოფს ინტერფეისი Mellanox HDR Infiniband. Selene ახდენს ზომიერი, 1344 კვტ. ენერგომოხმარებისა და 34 569 ტერაფლოპსი წარმადობის დემონსტრირებას. NVIDIA პირობას დებს, რომ დაეხმარება თავის მომხმარებლებს მსგავსი სისტემების აწყობაში. https://bit.ly/3dr8JoP Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.