Jump to content

Chainalysis: გამოშვებული Bitcoin-ების 60% ინახება, როგორც ციფრული ოქრო


Recommended Posts

ანალიტიკურმა კომპანია Chainalysis-მა შეაფასა Bitcoin-ის 60%-იანი წილი, რომელიც გრძელვადიანი ინვესტორების განკარგულებაშია და 20%, რომლითაც აქტიურად ხდება ვაჭრობა ან სამუდამოდაა დაკარგული. 

მკვლევარებმა Hodl-ერებში შეიყვანეს კრიპტოვალუტის ის მფლობელები, რომელთაც არასდროს შეუმცირებიათ თავიანთი პოზიცია მეოხედზე მეტად. დაკარგულმა Bitcoin-ებმა ასეთი კლასიფიკაცია მიიეს ისეთ შემთხვევაში, თუკი ისინი 5 წელზე მეტი ხნი განმავლობაში არააქტიურად ინახება მისამარებზე ან მივიწყებულ საფულეებში, მათ შორისაა სატოში ნაკამოტოს კუთვნილი BTC. 

image.jpeg 

ქტიურად ვაჭრობაში არსებული 3.5 მლნ Bitcoin-ის 96% მოდის საცალო ტრეიდერებზე, რომლებიც Chainalysis-მა მიაკუთვნა მათ რიცხვს, ვისი ტრანზაქციებიც 10 ათას აშშ დოლარს არ აღემატება. ანალიტიკოსების შეფასებით, 2018 წლიდან მოყოლებული ამ კატეგორიის ტრანზაქციები 83% Bitcoin-ბირჟებზე 1000 აშშ დოლარზე ნაკლები იყო. 

image.jpeg 

მკვლევარების გათვლით, 340 ყოველკვირეული აქტიური Bitcoin-ტრეიდერებიდან, რომელთა შესახებ Chainalysis-მა ინფორმაციის მიღება შეძლო, 4% ანუ დაახლოები 14200 ვაჭრობს ბირჟის საფულეებში შენახული BTC-ის 85%-ით. 

პროფესიონალი ტრეიდერები ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან ისეთი მსხვილი საბაზრო ქმედებების, რომლებიც ეინიშნებოდა მარტის ვარდნის პერიოდში. მაგრამ მათი რიცხვი მცირეა, საშუალოდ მათ განახორციელეს 39 ათასი ფულადი ტრანზაქცია ბირჟაზე“ - დაასკვნეს ანალიტიკოსებმა. 

Chainalysis-ის შეფასებით, Bitcoin-ების 60%, რომლებიც დაკარგული არ არის, ინახება ლიცენზირებულ კასტოდიალურ სერვისზე ან ვირტუალური აქტივების მომწოდებლის სერვისებში (VASP) FATF ტერმინოლოგიის შესაბამისად. ეს წილი სტაბილურად იზრდებოდა დროთა განმავლობაში და ასახავდა კასტოდიალური კრიპტოსავალუტო კომპანიების ზრდას Bitcoin-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად. 

VASP-ის დომინირების ზრდას ადასტურებს ის ფაქტი, რომ დარჩენილი ხელმისაწვდომი Bitcoin-ების 40%, რომელთაც არ აქვთ კავშირი კასტოდიალურ სერვისებთან, წარსულში მაინც იყო დაკავშირებული: ისინი ან იქ ინახებოდა, ან შეძენილი იყო. 

image.jpeg 

მკვლევარების გამოთვლებით, 2018 წლიდან მოყოლებული Binance-ზე, Huobi-ზე, Coinbase-სა და Bitfinex-ზე მოდიოდა Bitcoin-ის 40%, რომლებიც მიიღეს კრიპტოვალუტის გაცვლით 2020 წელს. მომდევნო ათ პლატფორმაზე ოდის საერთო ჯამში 36%, ტრანსფერების მოცულობის დანარჩენი 24% გადანაწილდა ინდუსტრიის ასობით პატარა მონაწილეს შორის. 

ანალიტიკური სტრატაპების, Glassnode-ისა და Messari-ს მიერ გამოკვლეული Puell Multiple ინდიკატორი და Bitcoin-ის საბაზრო და საბაზისო ფასებს შორის შეფარდება მიუთითებს პირველი კრიპტოვალუტის არასათანადოდ შეფასებაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.