Jump to content

ანონსამდე გავრცელდა NVIDIA-ს ფლაგმანური დაფების ტექნიკური მახასიათებლები – GeForce RTX 3090-ს ექნება 24 გბ მეხსიერება 21 000 მჰც სიხშირით


Recommended Posts

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა NVIDIA GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის დიზაინი. უნდა იქვას, რომ ახალი სერიის ერთ-ერთ ყველაზე სრაფ დაფას აქვს გაგრილების უჩვეულო სისტემა, შთამბეჭდავი ზომა და მან ჯამში საკმაოდ გააოცა ექსპერტები. ამჯერად გამოჩნდა კიდევ უფრო მეტად დამაინტრიგებელი ცნობები, რომლებიც ნათელს ჰფენენ, თუ როგორი იქნება მომდევნო თაობის RTX 3000 სერიის ვიდეო დაფების წარმომადგენლები. 

image.png 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაცია საბოლოო არაა, რადგანაც წარმოდგენილი მოდელებიდან გაყიდვის დასაწყისშივე ან მომავალში შესაძლოა დაემატოს „Super“ ვარიანტები. მაშ ასე, მაღალი წარმადობის ვიდეო დაფებიდან წარდგენილი იქნება სამი მოწყობილობა: 

  • GeForce RTX 3090; 

  • GeForce RTX 3080 Ti; 

  • GeForce RTX 3080. 

image.png 

  • ყველაზე ნაკლები წარმადობის მქონე იქნება RTX 3080, რომელსაც ექნება 10 გბ მაღალსიჩქარიან GDDR6X მეხსიერება. თუ არსებულ ცნობებს დავუჯერებთ, მეხსიერება იმუშავებს 18000 მჰც ეფექტურ სიხშირეზე. 

  • RTX 3080 Ti დაიკავებს ფლაგმანის ადგილს და ექნება 11 გბ მეხსიერება 352-ბიტიანი სალტით. მეხსიერების ტაქტის სიხშირე უცნობია. დიდი ალბათობით, იგი გადააჭარბებს 19000 მეგაჰერცს, რადგანაც სერიაში მოცემულია უფროსი მოდელიც. 

  • RTX 3090 გაახარებს მათ, ვინც მზადაა გართობისთვის დიდი თანხა დახარჯოს. დაფას ექნება 24 გბ მეხსიერება, რომელიც იმუშავებს 21 000 მჰც სიხშირეზე, რაც მას საშუალებას მისცემს უკან ჩამოიტოვოს არა მარტო NVIDIA-ს ყველა მოდელი, არამედ ყველაზე სწრაფი AMD Radeon RX 6900 ХТ – Big Navi. 

image.png 

ფასები ამჟამად უცნობია. აღსანიშნავია, რომ ფლაგმანების ენერგომოხმარება ყველა გონივრულ საზღვარს ზევით იქნება. ამჟამად არსებული ცნობების თანახმად RTX 3090-ს ორჯერ მაღალი წარმადობის დონე ექნება RTX 2080-თან შედარებით. 

  • Like 2
  • Upvote 1
Link to post
Share on other sites

ეს ინფოც წაიკითხეთ, არ დაგეზაროთ

ინოვაცია ყოველთვის მისასალმებელია თანაც თუ დამატებითი ხარჯები არ მოუწევთ ქონსუმერებს

https://wccftech.com/nvidia-traversal-coprocessor-rtx-3090-gpu/?fbclid=IwAR1AYLkFkC03s5Q0FTRa2ba0_RM8ke-HDZNxgNC1frIW9E_nZZuhJZSmhIg
 

3090-ს თუ არ დაადეს 2K, უნდა ვიყიდო :s

 

Link to post
Share on other sites

1200$-მდეო ვითომ, მე თუ გადავედი (ჯერ მაინც 2კ მონიკი ვერ მიყია, ეთერ-ბიტკოინის დავუსტვას ველოდები) 1080-1080tI, უფრო ალბათ 3070-ზე, ან 3070 სუპერი, რასაც ვუყურებ ეგეც კი ლამის 100ფპს გათამაშებს ნორმა სისტემით 2k, rtx რეჟიმშიც ბევრათ მეტის თავი ექნება წესით ციდრე 2080tI კი, თუმცა საერთო წარმადობით ალბათ ცოტა უკან იდგება, მანდ ფასია მთავარი, 2080tI 1000$ ჯდება ლამის და ეგ თუ 500$ ეღირა რატომაც არა, მეორე მხრივ ბევრი რამე რაც ეხლა იდება ყველაფერი ჭორი აღმოჩნდეს შეიძლება, კიდე დაველოდოთ რამდენიმე თვე, მერე ნამდვილათ უფრო დეტალური ინფორ დაიდება, ბიგ ნავი არ ვიცი რა დონის იქნება და რამდენათ კარგი ვარიანტი იქნება ფასი-წარმადობით მაგ კარტებთან, რახან ნვიდია ბევრნაირ მოდელებს შემოგვთავაზებს უფრო გაზრდილი RTX წარმადობით, შეიძლება მაინინგისთვისდაც ავიღო ეგ ახალი სერიის კარტები და რომელიმეს მერე ჩავიდგამ ჩემ სისტემაზე, რახან 1080Ti არ ძვრება ჯერ სული, 60 გერციან 1080P კი ლამის GTX1080 გეყოფა ჯერ კიდევ ასე თუ ისე მაღალ ნასტროიკებზე სათამაშოთ,   ისე კი WDDM 2.7 დრაივერებში საკმაოთ შეამცირეს კარტებზე VRAM შეზღუდვა VS WDDM 2.6 ვინდოუს 10-ში, ეგ კი კიდე უფრო გაზრდის წარმადობას იმ კარტებზე რომლებზეც 8-11VRAM ეყენა, განსაკუთრებით იმ თამაშებში სადაც ლიმიტი ქონდა უკვე გარკვეული VRAM-ზე, მაინინგშიც გაიზრდება წარმადობა ზოგიერთ ალგოებზე, ნუ უკვე გაიზარდა, 2004 ბილდია საჭიროა და 451.22 დეველოპერ დრაივერები, ოფიციალურები ჯერაც არ ჩანან

Link to post
Share on other sites

ჩემი ლოგიკა ის იქნება 3090ზე გადასვლის, რომ მერე მართლა 2-3 თაობას გამოვტოვებ კარტების

 

ნეტავ 1200$ იყოს, რათგან არის ჭორები რომ ტიტან აღარ გამოვა და მაგას 24გბ-იანი 3090 ჩაანაცვლებს, ამიტომაც მეშინია 2კ-მდე არ ღირდეს, რათგან რტხ ტიტანი 2.5კ ღირს :( 

 

Link to post
Share on other sites

ნუ ოფიციალურ ანონსში ფასებიც გახდება ცნობილი უკვე და ზუსტი ტეხნიკური მონაცემებიც, ექნება რო მაგდენი მოცულობის VRAM მაგ ვერსიას მაინც, ან 10გბ 3080 სწორია ან ეგ სიხშირეები და გამტარობა, რამდენიმე თვეში გავიგებთ უკვე მაგას, ნუ ისეთი ზოგადი ჩარტია რა ინფოებიც ქონდათ ერთად შეკრიბეს, არც ფასია ცნობილი და არც სრული ინფო ჯერ მაგ კარტებზე, 1200$ მეტს მარტო მაშინ დაადებს ნვიდია თუ 2080Ti-ზე მინიმუმ 70-80% ძლიერი იქნება სტანდარტულ რეჟიმში (RTX იძახიან მეტი იქნებაო რავი სხვაობა), ჩემთვის 3070 სუპერი ჩანს ყველაზე კარგი ვარიანტი,3080 საკმაოთ ძვირი ეღირება ალბათ, ნავებზე თუ რეალური ტეხნიკური მონაცემებია, მაგდენი VRAM არც ეგენი ეღირება იაფი, ნუ მინიმუმ VRAM 1080Ti (ეხლა რომ ლიმიტი მოიხსნა VRAM მოხმარების WDDM 2.7) არა მგონია მალე გაუჭირდეს 2K, დანარჩენს კი ასე თუ ისე ავიტან და რომ ჩამივარდება საჭირო თანხა ხელში ვიყიდი ალბათ უფრო 3070სუპერს მაგ ჩარტიდან, იმედია ეგეთიც კი 700-800$ არ ეღირება, ეგ RTX რეჟიმი ისეთი აქტუალური არაა ჩემთვის და რეი ტრეისინგები, რაღაცა დატვირთვა რა თქმა უნდა აქვს მაგრამ მაგის გარეშე როგორმე გავძლებ კარგი გრაფიკა თუ ექნება მაგის გარეშეც ახალ იგრებში, 1080Ti რაზგონზე კარგ სისტემაზე და ტვიკინგით, ჯერ კიდევ ბევრის თავი აქვს, ეგ კარტა კი ლამის უფასოთ შემიძლია ჩავიდგა zotac 2 ფანიანი, ძალიან გრილი ვერსია ეგ არაა მაგრამ მაგრამ ცუდსაც ვერ უწოდებ, 1800 კი ბუსტავს დამატებითი რაზგონის გარეშე TDP 100%, მემორის დარაზგონებაც შეიძლება პრინციპში, მიკრონებზეა, 16+2 power ფაზა აქვს, ცუდი ნამდვილათ არაა

Link to post
Share on other sites

მაინინგში თუ დიდი მატება ექნება ვერ ეღირება იაფი, აბა კარტაზე თუ თვეში 100$+ აკეთა არა მგონია ეგეთი 1000$ იაფათ გაყიდონ რახან 4-5 წელი მუშაობს TDP 70% მაინინგში ცალი და ეგ არაფერი საოცარი ლაიფტაიმი არაა, ნორმალურ კვებაზე ეგრე ძლებს საშვალოთ, ხო ისე 2 წელში სული ძვრებაო ფანებს არც ეგაა სიმართლე, 2.5 ვამუშავებ უკვე და არაფერი ცუდი არ ეტყობა ჯერ არცერთს, 100% თუ ამუშავე მაშინ ალბათ კი, 1080 Ti მშვენიერი რამე გამოდგა იგრებშიც და მაინინგშიც და ალბათ მაგიტომაც არ გაიაფდა + რეალური კონკურენტი ამდ არც გამოუშვია, ძალიან დიდი დაგვიანებით გამოუშვეს 5700XT სახით მსგავსი დონის კარტა, 2080-2080Ti კარგათ უბერავენ და არ ყავთ დღემდე კონკურენტრი, როგორც 2070-2080 სუპერებს, ნუ 5700XT მარტო ზოგად კონკურენციას უწევს ფასის გამო უფრო ეგეც და არა წარმადობის

Link to post
Share on other sites

ამდ თუ მაგას უშვებს რაც აქვთ ნაჩვენები მაგ ჩარტში მაგიც ძალიან ძვირი ეღირება ალბათ, წარმადობაც 2080Ti მეტი უნდა ქონდეს თან და 1000$+ მინიმუმ მგონია რავი, 6900 თუ ეღირება შედარებით იაფი, მაგრამ 800$ რომ დაადონ დაჟე ეგეთს არ გამიკვირდება ნამდვილათ, რაც შეეხება 6700-6800 ეგენი შემდეგი წლისთვის გამოვლენ, რაღაც მეეჭვება 3080 კი გაუწიონ მაგეებმა კონკურენცია, ეგენი უფრო იაფიანი ვარიანტებია, ალბათ 5700-5700XT ჩაანაცვლებენ, 6800 მაქს შეიძლება 3070სუპერს გაუწიოს კონკურენცია, მაგას მაინც ვერ გავიგებთ 2021 წლამდე, ან VRAM ნაღდია რო, თუ კი იაფი რატომ ეღირება 16-20-24გბ თუ ედება და ნვიდიას უფრო ნაკლები, მე რატომღაც მგონია რომ ნავის 6000 სერიაზე ძალიან გაბერი VRAM მონაცმებია სულ მცირე, სხვა პარამეტრები არ ვიცი მაგრამ მაგდენი რამი იაფი ნამდვილათ არ ჯდება რომ ჩაუდო კარტას, მითუმეტეს მაგის შემდეგ უფრო მცირე VRAM მოცულობის ნვიდიას 3000 სერიის კარტები თუ ვერ დაჩაგრა, რამზე 3000-6000 მგონი არასწორი ინფოებია

Link to post
Share on other sites

არამგონია ამდ გაგორდეს და გაბერილი ფასები დაადოს იგივე მონაცემების კარტა უფრო იაფად ექნება როგორც 5700xt

Link to post
Share on other sites

fps და საერთო წარმადობა (მაინინგში და არა მარტო) გადაწყვიტავს ყველაფერს საბოლოო ჯამში მაინც და მაგათმა ჩვენზე კარგათ იციან ვის რისი თავი აქვს და რედკათ ეშლებათ ხოლმე სწორი ფასის დადება, ნვიდია კიდე თუ არ შეავიწროვე რედკათ დაგიდებს დაბალ ფასს ახალ კარტაზე, მანდ იქნება უკვე სხვერძვირიანი კარტებიც რომელიც ლამის 100ფპს გათამაშებს უკვე 4K გაფართოვებაზე, თუმცა კაკრაზ ეგეთი დაჯდება 1200$+, მაგრამ ეგ 4K, მაგის ნახევარი პერფორმანსი რომლებსაც ექნება 600-700$ ეგენიც მშვენიერი იქნება გეიმინგისთვის 2K 100fps ფარგლებში რომ დაგიდოს, მთავარია ნამეტარი არ გაღორდენ მართლა თუ ნამეტარი კარგი პერფორმანსი დადეს მაგ კარტებმა

Link to post
Share on other sites
22 minutes ago, Luka Meladze said:

ისევ ამდ თუ გვიშველის თორე სადაა საშველი ისე არიან გაგორებულები 

მაგის იმედზე ვარ და რეალურად იცის ნვიდიამ რომ რაღაც "decent" გამოვა ამდ-ს მხრიდან, ამიტომაც აპირებენ ახლა ჩააკლან 3090-ით და  ნორმ ფასებით

თუმცა ის ნორმ ფასები ისევ ამდ-ს დამსახურება იქნება

ისე ლოგიკურად 1200-ზე ნაკლებს არ დაადებენ თუ ეს ჭორები მართალია

2080Ti ფასი მაგიტომ ქონდა ეგეთი ნაგლური, რომ არ ყავდა კონკურენტი და ბევრიც გაეყიდებოდა ნვიდიას, მიუხედავადო უსაზიზღრესი ფასი/წარმადობისა, 2070სუპერ გაცილებით ჯობს მაგ ასპექტში, გაცილებით. 

წელსაც ჩემი აზრით ისევ ენვიდიას კარტები "იქნება ტოპზე", თუმცა ამდ-ს ფასებსაც გააჩნია.

მოკლედ საინტერესო რაღაცეები გველის

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...