Magdalena Posted June 11, 2020 Posted June 11, 2020 სმარტფონებისთვის განკუთვნილი გეიმინგ კონტროლერი ბოლო CES-გამოფენაზე რატომღაც ჩაიკარგა წარმოდგენილ დიდი რაოდენობის გაჯეტებს, 5G მარშრუტიზატორებსა და მასიურ სიმულატორებს შორის. მოულოდნელად Razer-ის ახალი კონტროლერი უკვე გაყიდვაში გამოვიდა და ღირს 80 აშშ დოლარი. ეს არ არის პირველი გეიმინგ პერიფერიული მოწყობილობა სმარტფონებისთვის და არც ამ კონკრეტული ფორმ-ფაქტორის პირველი დივაისი. თუმცა, როდესაც ასეთ პროდუქტს უშვებს ისეთი კომპანია, როგორიცაა Razer, რომელსაც გეიმერებს შორის პოპულარობა და პატივისცემა აქვს მოპოვებული - ახალი მოწყობილობით იგი ადვილად მიიქცევს მომხმარებლების ყურადღებას. აქსესუარი უკვე იყიდება 80 აშშ დოლარად - ამჟამად არსებული ვერსია თავსებადია ოპერაციულ სისტემა Android-ზე მომუშავე სმარტფონებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ გახლავთ ყველაზე იაფი პროდუქტი ამ კატეგორიაში, Razer-ის მოწყობილობები, როგორც წესი, არ ღირს იაფი, თუმცა Kishi-მ უკვე მიიღო დადებითი გამოხმაურებები ინტერნეტში. გარდა ამისა, მალე გამოვა Razer Kishi-ს ვერსია iPhone-ისთვის. მოსალოდნელია, რომ იგი გაიყიდება მიმდინარე ზაფხულიდან. უნდა აღინიშნოს, რომ Razer Kishi სმარტფონს დაუკავშირდება USB-C პორტით, რაც უზრუნველყოფს Bluetooth-ზე მომუშავე ანალოგიურ აქსესუარებთან შედარებით ნაკლებ შეფერხებას გეიმინგ პროცესში. გაჯეტი ასევე მუშაობს სერვის Stadia-სთან, რაც კარგი ბიძგი იქნება Google-ის ქლაუდ-სერვისის განვითარებისთვის, რომელსაც ჯერ არ მოუპოვებია საჭირო პოპულარობა. https://bit.ly/3cQxN86 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.